ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირს რეფორმების ისეთი ახალი ხელშეკრულების დადება ესაჭიროება


გერმანიის პარლამენტის წინასე სიტყვით გამოსულმა კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირს რეფორმების ისეთი ახალი ხელშეკრულების დადება ესაჭიროება, რომელსაც კავშირის ყველა წევრი ქვეყანა დაუჭერს ხმას.

კანცლერის გამოსვლა წინ უსწრებს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის ჩატარებას. ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები იმ ხელსეკრულების ბედის ირგვლივ ისაუბრებენ, რომელიც ირლანდიელებმა უარყვეს. გუშინ ბრიტანეთის პარლამენტმა რატიფიცირება მოუხდინა ამ ხელშეკრულებას. პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა პარლამენტს განუცხადა, რომ იგი პატივს სცემს ირლანდიის რეფერენდუმის შედეგებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროკავშირის სხვა წევრებმა თავი უნდა შეიკავონ რატიფიცირებისგან.

ხელსეკრულების ზალაში სესასვლელად ევროკავშირის ოცდაშვიდივე ქვეყნის რატიფიცირებაა აუცილებელი.


XS
SM
MD
LG