აშშ სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ვაშინგტონში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ალი ბაბაკანს შეხვდა ორმხრივი ურთიერთობების განსახილველად.
ქალბატონმა რაისმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთაა უფრო დეტალურად განიხილა რეგიონსა და მსოფლიოში არსებული პრობლემები. ამეირკულმა მხარემ თურქეთს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა აქტიური დიპლომატიური სამუშაოების წარმოებისათვის მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ წვლილისთვის, რომელიც თურქეთმა გაიღო ისრაელსა და სირიას შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების დასპონსორების საქმეში.
აშშ სახელმწიფო მდივნამა აღნიშნა, რომ თურქეთი აგრძელებს ერაყის მხარდაჭერას და ისევე როგორც შეერთებული შტატები, იბრძვის გაერთიანებული და დემოკრატული ერაყის ჩამოსაყალიბებლად, რომელსაც ნამდვილად შესწევს ძალა ქვეყნად დაარსდეს რეგიონში.
ქალბატონმა რაისმა განაცხადა, რომ აშშ, ერაყი და თურქეთი მზად არიან ქურთისტანის მუშათა პარტიის მხრიდან მომავალ საფრთხეს აღუდგნენ წინ. ეს ორგანიზაცია, სახელმწიფო მდივან რაისის განცხადებით, ერაყის, აშშსა და თურქეთის მტერია, იგი მთელი რეგიონიტვის არის მომაკვდინებელი.
სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი ბაბაკანმა ასევე განილიხეს თურქეთში რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობა. ქალბატონმა რაისმა ხაზი გაუსვა იმას, რომ აშშ მხარს უჭერს თურქეთის გაწევრიანებას ევროკავშირში. რაც შეეხება ირანის ბირთვულ პროგრამას, კონდოლიზა რაისის განცხადებით, მხარეებმა ერთად მსოფლიოს უნდა განუცხადონ, რომ ირანი არ თანამშრომლობს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან და რომ გაეროს ყველა წევრ ქვეყანას, კონდოლიზა რაისის განცადებით, აკისრია ვალდებულება გაეროს რეზოლუციების მოთხოვნები შეასრულოს. სახელმწიფო მდივანმა დასძინა, რომ ყველამ, თავისი წარმომადგენლობების საშუალებით უნდა მოუწოდოს ირანს- გაეროს უშიშროების საბჭოს მოთხოვნები შეასრულოს.
ამერიკა და თურქეთი, კონდოლიზა რაისის განცხადებით, მეგობრებად და მოკავშირეებად რჩებიან.