ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოლო ოცი წელია ვიეტნამი მსოფლიოში დინამიურად მზარდი ქვეყანაა


ვიეტნამი ერთ დროს პოლიტიკურად იზოლირებული ქვეყანა იყო, მაგრამ უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად ის მსოფლიოში ყველაზე უფრო დინამიურად განვითარებად ეკონომიკურ სახელმწიფოდ გადაიქცა.

გასულ კვირას ამ რეფორმების სულის ჩამდეგმელი ვო ვან ქჰიეტი გარდაიცვალა. ის იყო ვიეტ კონგის პარტიზანული მოძრაობის ხელმძღვანელი რომელიც იბრძოდა როგორც ფრანგების ისე ამერიკელების წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა მას კარგად ესმოდა დასავლეთის თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის უპირატესობა. ქვეყნის ხელმძღვანელ თანამდებობებზე ყოფნის დროს ვო ვან ქჰიეტმა საბაზრო რეფორმების გატარებას, რამაც ხელი შეუწყო ვიეტნამში კერძო ბიზნესის განვითარებას.

ამ რეფორმების შედეგად ვიეტნამში სოფლის მეურნეობის და სამშენბლო ინდუსტრიის აღმავლობა დაიწყო, გაიზარდა ექსპოტი და უცხოური ინვესტიცები.

1991 წლიდან 1997 წლამდე ვო ვან ქჰეიტი ვიეტნამის პრემიერ-მინისტრი იყო. მისი მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკის შედეგად ვიტნამმა გააუმჯობესა ურთიერთობა თავის ძველ მეტოქეებთან კამბოჯასთან, სინგაპურთან და შეერთებულ შტატებთან. თავისი პრემიერ-მინისტრობის დროს ის ყოველთვის იცავდა სიტყვის თავისუფლების და კანონის უზენაესობის პრინციპებს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მწუხარებას გამოთქვამს ვიეტნამელი ხალხის ამ ლიდერის გარდაცვალების გამო.

ვიეტნამის მთავრობის ხელმძღვანელად მუშაობის დროს მის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად მილიონობით ადამიანის ცხოვრების პირობები გაუმჯობესდა. ბატონი ვოს ძალისხმევით გახდა შესაძლებელი 1995 წელს ვიეტნამსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია.

XS
SM
MD
LG