შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ლიბანის ახალ პრეზიდნეტს მიშელ სულეიმანს შეხვდა. რაისმა მხარდაჭერა აღუთქვა ლიბანის პრეზიდენტს მიუხედავად იმისა რომ ჰეზბოლამ ხელისუფლებაში სულეიმანის მოსვლის სანაცვლოდ უფრო მეტი ძალაუფლება მოიპოვა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ჰეზბოლას ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს, მაგრამ კონდოლიზა რაისი მაინც მხარს უჭერს ლიბანის პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რადგან ეს შეერთებული შტატების ინტერესებშიც შედის.
კონდოლიზა რაისი ლიბანის პრემიერ-მინისტრს ფუად სინიორასაც შეხვდება.