ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონია აპირებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ არსებული სანქციების ნაწილი მოხსნას


იაპონიის ხელისუფლების განცხადებით, მოიხსნება ის სანქციები, რომლებიც ორი წლის წინ ფხენიანის მიერ ბირთვული ტესტის განხორციელების შემდეგ დაწესდა. ტოკიოს ეს განცხადება მოსდევს იმ პროგრესს, რომელიც იაპონიასა და ჩრდილოეთ კორეას შორის მიმდინარე მოლაპარაკებას მოჰყვა იაპონელი მოქალაქეების გატაცების საქმეში. ამასთან, სავარაუდოდ ასევე განახლდება მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის ირვლივ.

ამდენად, გაუქმდება შეზღუდვები ჩარტერულ რეისებზე და და იაპონიასა და ჩრდილეთ კორეას შორის სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე.

იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივანი იტყობინება, რომ ფხენიანი თანამშრომლობს იაპონელი მოქალაქეების გატაცების გამოძიებაში. 13 მოქალაქის გატაცების ფაქტს 1970 იან და 80იან წლებში ჰქონდა ადგილი. ფხენიანმა ამის შემდეგ 5 მათგანი დააბრუნა და განაცხადა, რომ სხვები დაიღუპნენ. ტოკიო დღემდე ბრალად სდებს ფხენიანს რომ იაპონელები ჯაშუშებად გაწვრთნის მიზნით გაიტაცა.

ბირთვული პროგრამის ირგვლივ კი მოლაპარაკებები სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში განახლდება პეკინში.


XS
SM
MD
LG