ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლაპარაკებები უშიშროების საკითხში  გრძელვადიანი შეთანხმების მიღწევის ირგვლივ ჩიხშია შესული


ერაყის პრემიერ მინისტრი ნური ალ მალიკი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებთან მიმდინარე მოლაპარაკებები უშიშროების საკითხში გრძელვადიანი შეთანხმების მიღწევის ირგვლივ ჩიხშია შესული.

ბატონმა მალიკიმ იორდანიაში ვიზიტისას აღნიშნა, რომ ამერიკის მოთხოვნები ერაყის სუვერენიტეტს არღვევს. მალიკიმ ამ მოთხოვნებს მიუღებელი უწოდა.

ამერიკელი და ერაყელი ოფიციალური პირები ბოლო პერიოდის განმავლობაში ცდილობდნენ ერაყში ამერიკული ძალების დისლოცირების გაგრძელების შესხებ შეთანხმების ირგვლივ მოლაპარაკებას. იგულისხმება დისლოცირების ვადის გაგრძელება 31 დეკემბრის შემდეგ, როცა ამერიკელ სამხედროებს გაეროს მანდატით ერაყში ყოფნის ვადა ეწურებათ.

ამ ფონზე, შიიტი რადიკალური ლიდერი მოქტადა ალ სადრი აცხადებს, რომ მისი მაჰდის არმია გააგრძელებს ბრძოლას კოალიციის ძალების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG