ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში პროფესიონალურ სამთო გამყოლების სამსახურს აყალიბებენ


ჩინეთის ორი მესამედი მტებითაა დაფარული. მსოფლიოს თოთხმეტი უმაღლესი მწვერვალიდან ცხრა ამ ქვეყნის ტერიტორიაზეა განლაგებული.

ახლა, როდესაც ქალაქის მობინადრე ჩინელები ეკონომიკურად წელში გაიმართნენ, მათგან ბევრი ახალ-ახალ გასართობს ეძებს და მთამსვლელობას ირჩევს.

ჩინეთში კომერციული მთამსვლელობის განვითარების მიზნებით ახლა გამყოლებსაც ამზადებენ. ასეთი მომზადების სანაცვლოდ კუანგ ჰუამ კომპიუტერული ბიზნესი მიატოვა:

“ასეთი სამსახურის დროს თქვენ იცით თუ როგორი იქნებით ათ-ოც წელიწადში. ან სიკვდილამდეც კი. თანაც მთამსვლელობის დროს ბევრ ახალსაც აღმოაჩენთ”. ამბობს კუანგ ჰუა.

ჰუა და ისინი ვინც მასთან ერთად ემზადება, კურსის დამთავრების შემდეგ კომერციული მთამსვლელების სიცოცხლეზე აგებენ პასუხს.

კურსებს ჩინეთის სამთო ასოციაციის მიერ მოწვეული ფრანგი ალპინისტი ოლივიე ბალმა უძღვება:

“ჩინეთის მთავრობისთვის მთავარ სიძნელეს იმ მთიანი მხარეებში უსაფრთხოების დაცვის გარანტირება წარმოადგენს, რომლებიც ალპინისტებს იზიდავს. მაგალითად სიჩუანში და მსგავს რეგიონებში ისეთი მაშველი ოპერაციების მოწყობა, როდესაც ვერტმფრენის დასმაა შესაძლებელი და ისეთი სისტემის შექმნა, რომელსაც დაუყონებლივი გამოხმაურება ძალუძს”. ამბობს ბალმა.

ჯერ-ჯერობით კომერციული ალპინიზმი ჩინეთში საწყის სტადიაშია. ჩინეთში პროფესიონალური სამაშველო ორგანიზაციაც არ არსებობს და ალპინისტების საჰაერო სამაშველო ოპერაციებისც არ ხორციელდება. ასე მაგალითად გონგას მთებში ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში ოცზე მეტი ალპინისტი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG