ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ჯონ მაკეინმა უარყო ევანგელური ეკლესიის ლიდერის მხარდმაჭერა.
როგორც საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან 1990 წელს ევანგელური ეკლესიის ლიდერმა ჯონ ჰაგიმ ქადაგების დროს თავის მრევლს განუცხადა რომ ადოლფ ჰიტლერმა ბიბლიური წინასწარმეტყველება განახორციელა და ებრაელები ევროპიდან ისრაელში დააბრუნა. რის გამოც მაკკეინმა ხმხმაღლა გააკრიტიკა სასულიერო ლიდერი და მის განცხადებას შეურაწმყოფელი უწოდა.
დღეს პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის ჯანმრთელობით დაინტერესებულ საზოგადოებას მედიის წყალობით საშუალება ეძლევათ სამი საათის განმავლობაში გაეცნოს მაკეინის სამედიცინო მონაცემებს. არიზონას შტატის სენატორი აგვისტოში 72 წლის ხდება.
ესოშიეითიდ პრესი იტყობინება რომ მაკკეინს რომელსაც მელანომა იგივე კანის კიბო ჭირდა, ამჟამად სრულიად ჯანმრთელია.