უკანასკნელი მონაცემების თანახმად, ჩინეთში მომხდარმა მიწისძვრამ ოთხმოცი ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. პეკინის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დაკარგულად ითვლება ოცდაათი ათასი კაცი. გუშინდელთან შედარებით მსხვერპლის რიცხვი ათი ათასით გაიზარდა. დასაწყის ეტაპზე ფიქრობდნენ, რომ მიწისძვრის შედეგად დაიღუპა ორმოცდაათი ათასი ადამიანი.
გასულ კვირას მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ ხუთ მილიონი ადამიანი დატოვა უსახლკაროდ. ჩინეთის მთავრობამ საერთაშორისო საზოგადოებრიობას დაზარალებულთათვის სამი მილიონი კარვის მიწოდება სთხოვა. რიხტერის შკალით შვიდი მთელი ცხრა მეათედი ბალის სიმძლავრის მიწისძვრას ძლიერი წვიმა მოჰყვა, ამან კი საკმაოდ შეაფერხა სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობა.