ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალიის სამხედრო პირებს ავღანეთში ტყვეთა სასტიკად მოპყრობა ედებათ ბრალად


ავსტრალიის სამხედრო პირებს ავღანეთში ტყვეთა სასტიკად მოპყრობა ედებათ ბრალად. მიმდინარეობს გამოძიება.

ავსტრალიის სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს რომ ეს ბრალდება ავღანეთის ეროვნული არმიის სარდლმა ნატოს საერთაშორისო უშიშროების თანაშემწე ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრისას წაუყენა ავსტრალიის სამხედრო პირებს.

მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბრალდება დაკავშირებულია გასულ თვეს ავღანეთში თალიბ მეამბოხეებთან მომხდარ შეტაკებასთან, რომლის დროს ერთი ავსტრალიელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამ შეტაკების შემდეგ ავსტრალიის სამხედრო პირებმა დააკავეს ოთხი თალიბი მეამბოხე. როგორც ასვტარლიის თავდაცვის სამისნიტროს წარმომადგენელი აცხადებს მიმდინარეობს გამოძიება.

XS
SM
MD
LG