ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო არჩევნებისთვის ემზადება


თბილისში სასტუმრო ’ქორთიარდ-მარიოტში” ვენეციის კომისიამ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გამართა თემაზე :

1. არჩევნების წარმართვა და დაკვირვება;

2. ეროვნული დამკვირვებლების უფლებები და ვალდებულებები.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ :

1.სამართლიანი არჩევნები;

2. თავისუფლების ინსტიტუტი;

3. ახალი თაობა- ახალი ინიციატივა;

4. უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრი;

5. კრიზისის ჯგუფი-საქართველო;

6. ობსე;

7 გაერთიანებული ერების საქართველოს განვითარების პროგრამა;

8. მრავალეროვანი საქართველო;

9. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი;

10. ცსკო...

სამუშაო შეხვედრი ძირითადი საკითხები იყო:

1) ევროპული საარჩევნო მემკვიდრეობა დაკვირვების პროცესთან მიმართებაში

2) მეორე : არჩევნების დაკვირვების პროცესი, შედარებითი ანალიზი, საფრთხეები და რეკომენდაციები.

ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი ჩხეიძის თქმით კანონი და სტანდარტები ამბობს, რომ დამკვირვებელი არ უნდა ჩაერიოს საარცევნო პროცესში, მეორეს მხრივ კანონი გვავალდებულებს დარღვევის შემთხვევაში რეაგირება მოვახდინოთ. რა ფორმით არსებობს რეაგირება, გარდა საჩივრის სახი?!. ამ მხრივ ძალიან საინტერესოა ჩვენთვის სხვა ქვეყნებში რა გამოცდილება არსებობს...

საპარლამენტო არცევნებამდე 14 დღე დარჩა. იმ დაძაბულობის ფონზე, რომელიც თბილისსა და მოსკოვს შორის შეიქმნა ბოლო დროს, არჩევნებმა თითქოს მეორე პლანზე გადაინაცვლა,ელექტორატის ყურადღება აფხაზეთისკენ არის მიმართული.. რაც არჩევნებს ეხება : 3 დღის წინ ”ამერიკის ხმამ” უკვე გააშუქა ინციდენტი, როცა ნაციონალური მოძრაობის ცაგერის რაიონის მაჟორიტარ-კანდიდატი ვალერი გიორგობიანი პოტენციალურ ამომრჩეველს სამასახურიდან დათხოვნით ემუქრება, თუ ხმებს ნაციონალურ მოძრაობას არ მისცემენ. ნაციონალებმა მაშინვე ვ.გიორგობიანის კანდიდატურა მოხსნეს, იგი არჩევნებში აღარ მონაწილეობს. დღეს გაერთიანებულმა ოპოზიციამ კიდევ ერთი სკანდალური ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც მტავარი მოქმედი პირიო კვლავ მმართველი პარტიის წევრია. ამჯერად ხობის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გოდერძი ბუკია. ვიდეოჩანაწერზე ამომრჩევლებთან შეხვედრაზე გ.ბუკია აცხადებს, რომ სულით ბიზნესმენია და ყოველთვის ბიზნესით იყო დაკავებული, მაშინაც კი, როცა პარლამენტის წევრი გახდა.- ” მე თითქოსდა პოლიტიკურ მოღვაწედ მთვლიდნენ, თუმცა მე ფარულად ბიზნესით ვიყავი დაკავებული” .

გაერთიანებული ოპოზიცია ამ ფაქტთან დაკავშირებით აცხადაებს: საქართველოს კონსტიტუცია და საარჩევნო კოდექსი პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატს და დეპუტატს ბიზნეს საქმიანობას უკრძალავს.

XS
SM
MD
LG