ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტი ავღანეთში


ავღანეთიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ყანდაარის მხარეში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. ტერაქტები დაბა სპინ ბოლდაკში განახორციელეს. გუშინ ქაბულში, უშიშროების ძალებსა და პრეზიდენტ კარზაიზე თავდასხმაში ეჭვმიტანილ შეიარაღებულ პირებს შორის მომხდარ გააფთრებულ შეტაკებას შვიდი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავღანეთის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დაღუპულთაგან ერთ-ერთი პრეზიდენტ კარზაის წინაარმდეგ გასულ კვირა დღეს მოწყობილ შეთქმულებაში იღებდა მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG