ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საკვების უკმარისობასთან დაკავშირებული კრიზისი მსოფლიოს სულ უფრო მზარდ საშიშროებას უქმნის


ზოგ ქვეყანაში ოჯახებს საერთო შემოსავლის ოთხომცი პროცენტი მხოლოდ საკვებში ეხარჯებათ. ასეთი სიტუაციის არსებობა კი ხალხის რისხვას იწვევს. ახლო აღმოსავლეთში ხორბლეულის უკმარისობამ უკვე სახიფათო ზღვარს მიაღწია. ჰაიტიში კი საკვების ნაკლებობის გამო მომხდარ ამბოხებას ქვეყნის მთავრობის გადადგომა მოჰყვა. აზიაში კი ბრინჯის მარაგის დაცვა არმიას უწევს”

“ეს კრიზისი რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია. საწვავის ფასის ზრდამ. ინდოეთისა და ჩინეთის ეკონომიკების გაძლიერების გამო ფართთო მოხმარების საკვებზე ფასის გაზრდამ და კიდევ იმან, რომ ბიოსაწვავის წეარმოებით შეპყრობილი მსოფლიო, ხალხის გამოსაკვებად გათვლილ სავარგულებს ახლა ბიოსაწვავის გამოსამუშავებელი მარცვლეულის მოყვანას ახმარს”. ამბობს გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის განყოფილების თანამშრომელი გრეგ ბაროუ.

სოფლის მეურნეობის დარგის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ შეერთებული შტატების მთავრობის მიერ ბიოსაწვავის გამომუშავების გაფართოებისკენ მიმართული გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, საკვებზე ფასი მთელს მსოფლიოში დაეცემა. თუმცა ბევრი თვლის, რომ მხოლოდ ამ ნაბიჯის გადადგმა საკმარისი არაა:

“დეფიციტი მომარაგებაშიც აღინიშნება. ავსტრალიის გვალვამ, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის უკმარისობა გამოიწვია და მრავალმა ექსპორტიორმა მაღალი ფასებიდან გამომდინარე ექსპორტი საგრძნობლად შეამცირა. მაგალითად უკრაინამ ხორბლეულის, ხოლო ვიეტნამმა და ინდოეთმა კი ბრინჯის ექსპორტი შეზღუდეს. ყველა ეს ფაქტორი ერთად კი მსოფლიო ბაზარზე არსებული მარცვლეულის რაოდენობას ამცირებს”. ამბობს საკვების საერთაშორისო პოლიტიკის საკვლევი ინსტიტუტის თანამშრომელი ნიკოლა მინო.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ შიმსილი მსოფლიოში დაახლოებით რვაას ორმოცდაათ მილიონ ადამიანს ემუქრება:

“ეს ისეთი ჩუმათ მომავალი ცუნამია, რომელმაც საზღვრები არ იცის. ბევრი ვერც გრძნობს, რომ ეს ტალღა მათ უახლოვდება”. გვეუბნება მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი ჟოზეტ შერანი.

გაეროს ზემოთქმულმა სააგენტომ შიმშილის საშიშროებასთან გასამკლავებლად შვიდას ორმოცდათხუთმეტი მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება მოითხოვა. სააგენტო აგრეთვე მსოფლიოს ლიდერებს განვითარებადი ქვეყნების მიწათმოქმედებისთის დახმარების აღმოცენის გზების ძიებისკენ მოუწოდებს:

“იმ შემთხვევასი თუ საკვების წარმოებისთვის გათვლილი დახმარება არ გაფარდოვდება, ფასი შეუჩერებლივ გააგრძელებს ზრდას და ჩვენ შიმშილთან დაპირისპირება მოგვიწევს”. ამბობს ნიკოლა მინო.

ხორბლეულის ფასმა დაწევა დაიწყო. ხოლო ბრინჯის ფასი თითქმის გაორმაგდა გასულ წელთან შედარებით. ეს მარცვლეული კი მსოფლიოს თითქმის ნახევარს კვებავს. გაეროს მონაცემების თანახმად, ბოლო სამი წლის განმავლობაში საკვების ფასმა ოთხმოც პროცენტზე მეტით მოიმატა.

XS
SM
MD
LG