ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი ბრძოლას ბოლომდე აგრძელებს


ჰილარი კლინტონს პენსილვანიის შტატში მიღწეული გამარჯვების შემდეგ პირველად არჩევნებში გამარჯვების იმედი გაუჩნდა. პენსილვანიაში დამარცხების შემთხვევაში სენატორი კლინტონი ალბათ იძულებული გახდებოდა შეეწყვიტა წინასაარჩევნო კამპანია. გამარჯვებამ კი კლინტონს იმის საბაბი მისცა, რომ საკუთარი მხარდამჭერებისთვის განეცხადებინა, რომ იგი ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს:

“თქვენი არჩევნის გამო, ტალღა ისევ აზვირთთა”. განუცხადა საკუთარ მხარდამჭერებს სენატორმა.

ვირჯინიის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი ლარი საბატო თვლის, რომ კლინტონს დამაჯერებელი გამარჯვება პენსილვანიაში დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად ნომინაციისთვის ბოლომდე ბრძოლის საშუალებას აძლევს, მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში ხმების რაოდენობით იგი ჯერ კიდევ საგრძნობლად ჩამორჩება ბარაკ ობამას:

“ჰილარი კლინტონის პოლიტიკური თეორია მისი ქმრისას წააგავს. ეს პოლიტიკა ყოვედღიურ გადარჩენაზეა აგებული. შენ ცდილობ, რომ კიდევ ერთი დღის განმავლობაში გადარჩე და პარალელურად ელვისებური დარტყმები მიაყენო მოწინააღმდეგეს”. ამბობს საბატო.

დემოკრატიული პარტიის კანონმდებლობა ჰილარი კლინტონს უძნელებს ობამას დაწევას. კლინტონმა პენსილვანიის გამარჯვება მშვენივრად გამოიყენა და კამპანიისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის საგრძნობლად შევსება მოახერხა. თუმცა ექსპერტთა უმეტესობა ჯერ კიდევ თლის, რომ საბოლოოდ პირველად არჩევნებში მაინც ბარაკ ობამა გაიმარჯვებს. ობამა რესპუბლიკური პარტიის უკვე გამოვლენილი პრეზიდენტობის კანდიდატის ჯონ მაკკეინის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ემზადება და საკუთარი ძალების კონცენტრირებას ცდილობს:

“ჩვენი პარტია სულაც არ არის ისე გათიშული, როგორც ამას ჩვენი ოპონენტები წარმოაჩენენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ განსხვავებული წარსული გვაქვს, ჩვენ ამ ჩვენი საყვარელი ქვეყნის მომავლის მსგავსი ხედვა გვაერთიანებს” განაცხადა სენატორმა ობამამ.

თუმცა ობამას კლინტონის ძირითადი მხარდამჭერების ნდობის მოპოვება უჭირს და ბევრი

ექსპერტი თვლის, რომ სწორედ ამან შეიძლება შეუშალოს ხელი მის ნომინაციას:

“კლინტონი ქალთა, შედარებით ასაკოვანთა და დაბალი შემოსავლის მქონეთა მხარდაჭერით სარგებლობს იმ დროს, როცა ობამას ძირითადად შავკანიანები და ახალგაზრდები უჭერენ მხარს. აქ გასაოცარი არაფერია. კლინტონი ასევე პოპულარობით სარგებლობს იმ დემოკრატთა შოორის, რომლებიც თვლიან, რომ ამერიკის მთავარ საზრუნავს ეკონომიკა წარმოადგენს. ობამას კი მხარს ისინი უჭერენ ვისაც საზოგადოებაში ძირეული ცვლების გამოწვევა სწადია”. ამბობს ნიუ იორკის შტატის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი ლიონი ჰადი.

კლინტონი იმედოვნებს, რომ პენსილვანიაში გამარჯვება მას ეგრეთწოდებული სუპერდელეგატების იმაში დაეწმუნებაში შეუწყობს ხელს, რომ იგი ჯონ მაკკეინის წინააღმდეგ უფრო ძლერი კანდიდატი იქნება ვიდრე ობამა.

სუპერდელეგატები დემოკრატიული პარტიის ის გავლენიანი წევრები არიან, რომლებსაც საბოლოოდ ნებისმიერი კანდიდატის სასარგებლოდ ძალუძთ ხმის მიცემა, განსხვავებით ჩვეულებრივი დელეგატებისგან, რომლებსაც მხოლოდ შტატებში ჩატარებული არჩევნების მონაცემებით მოქმედება შეუძლიათ. დაახლოებით რვაასმა სუპერდელეგატმა უკვე გამოუხატა საკუთარი მხარდაჭერა ობამასა თუ კლინტონს. მაგრამ ბევრი ჯერ თავს იკავებს ასეთი ქმედებისგან.

ექსპერტი ლარი საბატო თვლის, რომ ალბათ დარცენილი სუპერდელეგატები კლინტონს არ მიემხრობიან იმ შემთხვევაში თუ ობამა გაიმარჯვებს პირველადი არჩევნების დარჩენილ ტურებში და ხმათა საგრძნობ უმრავლესობას დააგროვებს”

“ჩემის აზრით, სუპერდელეგატები ორჭოფობენ. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი საბოლოოდ ობამას არ მისცემენ ხმას. ძალზე რთულია ხმა არ მისცე იმ შავკანიანს, რომელსაც პირველად რეალურად გაუჩნდა ამერიკის პრეზიდენტობის შანსი. როგორ უნდა უთხრა მას უარი მასინ, როდესაც სწორედ იგია დემოკრატიული პარტიის პლატფორმის რეალური დამცველი”. ამბობს ბატონი საბატო.

არჩევნების შემდეგი ტური 6 ივნისს ინდიანასა და ჩრდილოეთ კაროლინას შტატებში ჩატარდება. ჩრდილოეთ კაროლინასი ობამა სარგებლობს პოპულარობით. ინდიანაში კი გამოკითხვების თანახმად ორივე კანდიდატი თანაბარი პოპულარობით სარგებლობს. მოელიან, რომ ობამაცა და კლინტონიც დიდ დროს დაუთმობენ ამ შტატს.

XS
SM
MD
LG