ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ სადრის ომი ამერიკის სამხედრო ძალების წინააღმდეგ


შიიტი სასულიერო ლიდერი მოქტადა ალ სადრი აცხადებს რომ მის მიერ გამოცხადებული ღია ომი არა ერაყის მთავრობის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ არის მიმართული.

ამავე განცხადების თანახმად მოქტადა ალ სადრიმ ბრძანება გასცა რომ შეწყდეს თავდასხმა ერაყელებზე.

შეგახსენებთ რომ მარტიდან მოყოლებული ბაღდადის სადრის რაიონში კოალიციურ ძალებს, ერაყის შეიარაღებულ ძალებსა და სადრის მომხრე მეამბოხეებს შორის შეტაკებებს ააქვს ადგილი, რომელმაც უკვე 300 ადამიანის სიცოცხლე იმსვერპლა.

ბაღდადის საავადმყოფოს ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად გასულ ღამეს სადრის რაიონში განხორციელებული შეტაკებისას დაიღუპა სულ მცირე 7, და დაიჭრა 30 ადამინი.

გუშინ ერაყის პრემიერ მინისტრმა ნური ალ მალიკიმ განაცხადა რომ იგი ოპტიმისტურად არის განწყობილი და ქვეყანაში უსაფრთხოების საკითხების მოგვარების იმედი გამოთქვა.

XS
SM
MD
LG