ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ შეშფოთებულია რუსეთის გადაწყვეტილების გამო 


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამსწინათ განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან კავშირს გააღრმავებს. ეს ძალზე საგანგაშო განცხადებაა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა შონ მაკკორმაკმა წერილობით განაცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უქმნის საფრთხეს და რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება რუსეთის, როგორც კონფლიქტებში შუამავლის სტატუსს ეჭვის ქვეშ აყენებს. ამერიკა რუსეთს უკან დახევისკენ მოუწოდებს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა რუსეთის მთავრობას, საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მხარის დაჭერისკენ მოუწოდა:

“შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გვწამს, რომ აუცილებელია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების იმ გეგმის განხილვა, რომელზეც საქართველო საუბრობს. აშკარაა, რომ სეპარატისტული რეგიონების მოსხლეობას საცხოვრებელი პირობების გამოსწორება ესაჭიროება და საქართველომ მათ ეს პირობები უნდა შეუქმნას. მაგრამ ჩვენ ძალზე გვაღელვებს რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯი და გვინდა, რომ მოსკოვმა ჩვენი აზრი იცოდეს ამის შესახებ”. განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

შეერთებული შტატები აგრეთვე აკრიტიკებს მოსკოვის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობის იმ ხელშეკრულებიდან გამოდის, რომელიც აფხაზეთისთვის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების აღმოჩენას კრძალავს. რუსეთის მთავრობა აცხადებს, რომ აფხაზეთს სამხედრო დახმარებას არ აღმოუჩენს. “მიუხედავად ამისა, სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება საწინააღმდეგოზე მიუთითებს და ეს გადაწყვეტილება რეგიონის სამშვიდობო პროცესს ძირს უთხრის” აცხადებს შონ მაკკორმაკი.

საქართველოს სეპარატისტული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაისთვის აუცილებლად ესაჭიროება რუსეთის დახმარება. სწორედ ამიტომაც რუსეთის მთავრობამ უნდა გააუქმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კავშირების გაღრმავების გადაწყვეტილება. ამის მაგივრად რუსეთი შეერთებულ შტატებთან ერთად რეგიონში კონფლიქტების პოლიტიკური გზით მოგვარებას უნდა ეცადოს.

XS
SM
MD
LG