ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამართლიანი არჩევნები


“სამართლიანი არჩევნები” ის ერთ-ერთი არა სამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია და ბუნებრივია 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მონიტორინგს უწევდა არჩევნებს. შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე ხანში ამ ორგანიზაციის მიერ მომზადდა ანგარიში, რომელიც, სწორედ ამ მონიტორინგის საფუძველზე შეიქმნა და რომელიც გარდა შენიშვნებისა რეკომენდაციებს გულისხმობს. ჩვენი გადაცემის სტუმარია არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ეკა სირაძე და ჩვენი კითხვა ამგვარია: საინტერესოა რომელი რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული მომავალი, საპრალამენტო არჩევნებისთვის?

ეკა სირაძე - რეკომენდაციებს რაც შეეხება, იქ ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაცია იყო, რომ დამატებითი სიები არ დარჩენილიყო საპარლამენტო არჩევნებისათვის, ანუ ეს სიები გაუქმებულიყო. და ამ თვალსაზრისით ეს რეკომენდაცია, რომელსაც არა მხოლოდ ჩვენ ვიძლეოდით გაითავლისწინეს. თუმცა შევიდა ისეთი ცვლილებები, რომელიც ჩვენი რეკომენდაციით არ მოხდა და მათ შორის ისეთი ცვლილებები, რომელიც ვთვლით რომ ახალ პრობლემებს შექმნის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. მაგალითად, შემაჯამებელ ოქმებში აღარ დაფიქსირდება მომსვლელთა რაოდენობა და ჯამი ნამდვილი ბიულეტენებისა. ასე, რომ კომისიის წევრებს აღარ ექნებათ საშუალება გადაამოწმონ მათი დათვლილი ხმები.

- გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უმეტეს შემთხვევაში სასამართლო დაფიქსირებული დარღვევების შესახებ გაკეთებულ საჩივრებს არ იღებდა იმ მიზეზით, რომ დოკუმენტები არასწორად იყო შედგენილი. რა ტიპის პრობლემასთან გვქონდა ამ შემთხვევაში საქმე?

ეკა სირაძესაჩივრებს რაც შეეხება, შეიძლება ითქვას რომ სამი სახის პრობლემა გვქონდა, ერთი - რომ საჩივარი დაწერილი იყო კანონის მოთხოვნის დაცვით და კომისიამ მაინც არ მიიღო, მეორე გახლდათ ის, რომ მიიღეს და შემდეგ არ განიხილეს და მესამე, როდესაც სამწუხაროდ საჩივრები იწერებოდა და რეალურად კანონის მოთხვნებს არ შეესაბამებოდა. ბერკეტები ოპოზიციურ პარტიებს ქონდათ, მათ ყველა კომისიაში ყავდათ საკუთარი წარმომადგენელი, მაგრამ ხშირად იყო შემთხვევა, რომ ნებისმიერი მხარის წარმომადგენლებმა არ იცოდნენ, როგორც უნდა შეექმნათ სასამართლოში წარსადგენი დუოკუმენტაცია.

- მომავალი საპარლამენტო არჩვენებისათვის მზადება უკვე აქტიურ ფაზაშია გადასული. უნდა ვივარაუდოთ, რომ საგაზაფხულო არჩევნებზე არჩევნებში მონაწილე ყველა სეგმენტი უფრო კარგად იქნება მომზადებული, ვიდრე ეს გასულ საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო.

XS
SM
MD
LG