ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტამ ომანში გადაინაცვლა.


დღეს ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტამ ომანში გადაინაცვლა. მოელიან, რომ აქ ესტაფეტას პეკინში ოლიმპიადის ჩატარების მოწინააღმდეგეები არ შეაფერხებენ. ომანი ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის გზაზე, ახლო აღმოსავლეთის ერთადერთ ქვეყანას წარმოადგენს. ომანის სპორტის მინისტრი და ჩინეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები საზეწიმოდ დახვდნენ ომანში ტანზანიიდან ჩატანილ ჩირაღდანს. გასულ კვირას ესტაფეტის ლონდონში, პარიზსა და სან-ფრანცისკოში ჩატარებას საპროტესტო დემონსტრაციებით დახვდნენ. ბუენოს-აირესსა და ტანზანიაში ესტაფეტამ მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გამოხატვის გარეშე ჩაიარა. ომანიდან ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გადაინაცვლებს. ესტაფეტის უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ესტაფეტის ადრე დაგეგმილი რამდენიმე მონაკვეთის გაუქმება მოუწია.

XS
SM
MD
LG