ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ორი ბებერი საბრძოლო ცხენის შეხვედრა ”


პრეზიდენტი ბუში ხორვატიისა და ალბანეთის ნატოში შესვლას მიესალმა. ხორვატები ქვეყნის დედაქალაქ ზაგრებში წმინდა მარკოზის მოედანზე კათედრალის წინ შეიკრიბნენ საზეიმოდ:

“ეს ტაძარი ამ მოედანზე შუა საუკუნეებიდან მოყოლებული დგას. მრავალი წლის განმავლობაში იგი ოკუპაციის, ტირანიისა და ომის ზამთრის მომსწრეა. მაგრამ ახლა საბოლოოდ გაზაფხული დადგა”. განაცხადა ხალხის წინაშე გამოსულმა პრეზიდენტმა ბუშმა.

ნატოს ამასწინანდელ სამიტზე ხორვატიას და ალბანეთს ალიანსის წევრობა შესთავაზეს:

“მეზობლებთან კეთილმეგობრული ურთიერთობების დასამყარებლად და დემოკრატიის დასამკვიდრებლად, ხორვატმა ხალხმა მრავალი სიძნელე გადალახა ამ მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქვეყანაში”. სთქვა ბატონმა ბუშმა.

ზაგრებში ალბანეთის და მაკედონიის ლიდერებიც იმყოფებოდნენ.

“იმ შემთხვევაში თუ თქვენ რამიმე საშიშროება დაგემუქრებათ, ამერიკა და ნატო თქვენ გვერდზე დადგებიან. თქვენი დამოუკიდებლობის ხელყოფას ვერვინ შესძლებს”. განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა მქუხარე აპლოდისმენტების ქვეშ.

მან აღნიშნა ის, რომ ხორვატიამ ალბანეთმა და მაკედონიამ ავღანეთში სამხედრო კონტინგენტები შეიყვანეს და რომ ალბანეთისა და მაკედონიის ქვედანაყოფები ერაყშიც მსახურობდნენ და სხვებს მაგალითს აძლევდნენ:

ხორვატიიდან პრეზიდენტი ბუში ქალაქ სოჭში გაემგზავრა სადაც იგი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდა. პრეზიდენტები ცენტრალურ ევროპაში რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგების შესახებ საუბრობდნენ. რუსეთი ამ გეგმას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ იგი გამალებული შეიარაღების ახალი ეტაპის დაწყებას მისცემს ბიძგს. პრეზიდენტი ბუში ცდილობს რუსეთი დაარწმუნოს, რომ რაკეტსაწინაღო სისტემა ევროპის ირანისგან დაცვას ემსახურება და რუსეთს არავითარ საშიშროებას არ უქმნის.

“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი მიხვდება იმას, რომ რაკეტსაწინაღო სისტემის არსებობა ყველა ჩვენგანის ინტერესში შედის”

აღნიშნა მოსკოვში ყოფნისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა.

თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლის თქმით, პრეზიდენტმა ბუშმა სოჭის შეხვედრას “ორი ბებერი საბრძოლო ცხენის შეხვედრა უწოდა” .

XS
SM
MD
LG