ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ისა და რუსეთის ლიდერები მომავალ კვირას სოჭში  ხვდებიან ერთმანეთს


პრეზიდენტ ბუშსა და რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შორის მომავალ კვირას დაგეგმილ სამიტზე მთავარი თემა ევროპის რაკეტსაწინაღო დაცვის სისტემის განხილვა იქნება. პრეზიდენტი ბუში პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრისას რამდენიმე საკამათო საკითხს განიხილავს. ერთ-ერთი მათგანი ევროპის რაკეტსაწინაღო დაცვის სისტემის საკითხი იქნება.

გასულ თვეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა და თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა მოსკოვში მოლაპარაკებები გამართეს. მათ აგრეთვე პრეზიდენტ ბუშის წერილი გადასცეს რუსეთის პრეზიდენტს, რომელმაც ამ წერილს მოგვიანებით ორ ქვეყანას შორის უთანხმოების მოგვარებისკენ მიმართული სერიოზული დოკუმენტი უწოდა:

“2001 წელს პრეზიდენტმა ბუშმა რუსეთს დამატებითი რაკეტსაწინაღო სისტემის გამართვის მცდელობით თანამშრომლობა შესთავაზა. ეს მაშინ ძალზე გულახდილი შეთავაზება იყო და მე ძალზე ვწუხვარ, რომ რუსეთი მას არ დაჰყაბულდა”. გვეუბნება შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი გაეროში ჯონ ბოლტონი.

მისი თქმით, პრეზიდენტი ბუში ძალზე მოწადინებულია, რომ რაკეტსაწინაღო პროგრამის მედი საბოლოოდ მისი პრეზიდენტობის დროს გადაწყდეს.

რუსეთი ძლიერ ეწინააღმდეგება პოლონეთში რაკეტებისა და ჩეხეთში რადარისა დამონტაჟებას. მოსკოვი აცხადებს, რომ რაკეტსაწინაღო სისტემა რუსეთის უშიშროებას უქმნის საფრთხეს. ვაშინგტონი კი აცხადებს, რომ სისტემა ევროპის ირანისგან მომდინარე საშიშროებისგან დაცვას ემსახურება.

გასულ თვეს რუსეთის საგარეო საქმეტა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკა დაჰყაბულდა რუსეთისთვის სისტემის მონიტორინგის უფლების მიცემას.

“შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. მაგრამ მე ვთვლი, რომ რუსეთის მხარის დასაყოლიებლად

ამერიკას მანამდე გაუთვლელ კომპრომისზე წასვლა დასჭირდება. თუმცა ისიც მნიშვნელოვანია თუ რას სესთავაზებს ამერიკა რუსეთს”. ამბობს ვაშინგტონის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის თმუშაკი და ეროვნული უშიშროების ყოფილი თანამშრომელი ანჯელა სტინტი. იგი ამბობს, რომ ამერიკა არავითარ სემთხვევაში არ დასთმობს სისტემის განლაგებას:

“მე ვთვლი, რომ შეერთებული შტატები ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთთან შეთანხმებას ცდილობს. მაგრამ ვფიქრობ, რომ ბუშის ადმინისტრაცია ჩეხეთსა და პოლონეთში სისტემის განლაგებას არ დასთმობს”. ამბობს იგი.

ეს ალბათ ორ პრეზიდენტ შორის უკანასკნელი შეხვედრა იქნება. პრეზიდენტ პუტინის საპრეზიდენტო ვადა 7 მაისს სრულდება.

XS
SM
MD
LG