ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ვიცე პრეზიდენტი დიკ ჩეინი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის შესახებ საუბრობს


აშშ ვიცე პრეზიდენტი დიკ ჩეინი აცხადებს, რომ ჰამასის მეამბოხეები და მათი მხარდამჭერები ირანსა და სირიაში ცდილობენ ხელი შეუშალონ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესს. ისრაელისა და პალესტინის ავტონომიის ლიდერებთან ორ დღიანი მოლაპარაკების შემდეგ, ბატონმა ჩეინიმ განაცხადა: “ტერორი არამხოლოდ უდანაშაულო ადამიანებს ანადგურებს, არამედ ტერორისტები ამით პალესტინელი ხალხის მიზნებსა და იმედებს კლავენ. ორ მხარეს შორის თანხმობა კონფლიქტის დასამთავრებლად, უდიდესი მნიშვნელობისაა. წლების განმავლობაში, უნდობლობასა და ძალადობას არაფერი მოუტანია შედეგად, ამ დროს კი ექსტრემისტები კონფლიქტის მოგვარებას უშლიდნენ ხელს, წამებასა და მწუხარებას კიდევ უფრო ამძაფრებდნენ ორივე მხარეს შორის. “ აშშ ვიცე პრეზიდენტი ჩეინი ისრაელისა და პალესტინის წარმომადგენლებს-პრემიერ მინისტრს ეჰუდ ოლმერტსა და პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტს--მაჰმუდ აბას შარშან, ანაპოლისში ჩატარებული კონფერენციისას შეხვდა. ბატონმა ჩეინიმ აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ბუშის სახელით იგი ორივე მხარესთან მუშაობს დაპირისპირებული ინტერესების შესაჯერებლად. “მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ პრეზიდენტის მხარდაჭერას ორი დემოკრატიული სახელმწიფოს--ისრაელისა და პალესტინის არსებობის შესახებ, ორი ქვეყანა რომელიც მშვიდობიანად იცხოვრებს გვერდიგვერდ. აუცილებელი თანხმობის მისაღწევად საჭიროა რთული გადაწყვეტილებებისა და მტკივნეული დათმობების გაკეთება ორივე მხარის მიერ, მაგრამ ამ დროს ამერიკა ერთგულია მისი პრინციპისა -ეს პროცესი დაჩქარდეს და განვითარდეს.” ამერიკას, ვიცე პრეზიდენტ ჩეინის განცხადებით, კონფლიქტის მოგვარება და ტერორისტული საქმიანობის დასრულება სურს, რომელიც ისრაელელებს ამხელა ტკივილს აყენებს. ეს კი პალესტინელ ხალხს ახალი სახელმწიფოს შენების საშუალებას მისცემს.
XS
SM
MD
LG