ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონი: საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას წლები დასჭირდება


პენტაგონის ინფორმაციით, საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას წლები დასჭირდება. აშშ თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკის მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების მიმართულებით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქვეყნები ალიანსის წევრები გახდებიან უახლოეს მომავალში. თუმცა თავდაცვის მინისტრის რობერტ გეითსის პრეს წარმომადგენელი აცხადებს, რომ პენტაგონის ხელმძღვანელი აღიარებს, რომ ამ სანგრძლივი პროცესის დაწყება დროულია. ამერიკის ხმის კორესპნდენტი ალ პესინი მოგვითხრობს. პენტაგონის წარმომადგენელმა მომოიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის დროს ქვეყნის ძალისხმევა ნატოში გაწევრიანების მიმართულებით. გასულ კვირას, როგორც იცით, მიხეილ სააკაშვილი აშშ თავდაცვის მინისტრს--რობერტ გეითსს შეხვდა. პენტაგონში გამართულ შეხვედრამდე, აშშ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ქართველ ლიდერს უმასპინძლა თეთრ სახლში. ამერიკის პრეზიდენტმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ იგი ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერებს მოუწოდებს ბუქარესტის უმაღლესი დონის შეხვედრაზე საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას, ე.წ. მაპს დაუჭირონ მხარი. პენტაგონის პრეს მდივანმა ჯეფ მორელმა აღნიშნა, რომ მაპის გადაცემის შემთხვევაში, შესაძლოა ქვეყნებს სრული წევრობისთვის მაინც დასჭირდეთ გარკვეული დრო. “მნიშვნელოვანია, რომ არავის აერიოს მაპის, --სხვანაირად წევრობის სამოქმედო გეგმისა და თავად გაწევრიანების პროცესები. მაპი მხოლოდ წევრობის სამოქმედო გეგმაა. უკვე ყველამ იცის, რომ ბუქარესტის შეხვედრაზე აპრილში სამი ქვეყანა მოიაზრება--ესენია ალბანეთი, მაკედონია და ხორვატია. სამივე მათგანი სამოქმედო გეგმას ბოლო ათი წელია ასრულებს. შესაბამისად, სამოქმედო გეგმის განხორციელება ხანგრძლივი პროცესია სხვა ქვეყნებისთვისაც. სამოქმედო გეგმა დემოკრატიული და სამხედრო რეფორმების წამოწყებასა და გატარებას ითხოვს და პარალელურად, ამ ქვეყნების მიერ მიღწეული წარმატებების აღიარებასაც გულისხმობს.” მორელის განცხადებით, ის ქვეყნები, რომლებსაც სამოქმედო გეგმა გადაეცემათ, ალიანსის მფარველობის ქვეშ ვერ იქნებიან მანამ სანამ ეს ქვეყნები უშუალოდ არ შეუერთდებიან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. ეს კი ნატოს ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს. მაშ ასე, აპრილში, ბუქარესტში გამართულ სამიტზე, ნატოს ლიდერები ალიანსში წევრობის ოფიციალურ მოწვევას გაუგზავნიან ხორვატიას, მაკედონიასა და ალბანეთს. ალბანეთი და მაკედონია მაპის რეჟიმში ცხრა წელია მუშაობენ, ხორვატია კი ამ გეგმსდ ბოლო 6 წელია ატარებს.
XS
SM
MD
LG