ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონდოლიზა რაისის განცხადებით ისრაელმა და პალესტინამ ვერ შეასრულეს საგზაო რუკით დაკისრებული ვალდებულებები


აშშ სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი აცხადებს, რომ ისრაელმა და პალესტინის ავტონომიამ ვერ შეასრულა საერთაშორისო დონეზე შემუშავებული საგზაო რუკის მოთხოვნები ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მისაღწევად. რაისის განცხადებით, შეუძლებელია სამშვიდობო პროცესზე მსჯელობა თუკი ეს მოთხოვნები და ვალდებულებები არ იქნა დაკმაყოფილებული. ქალბატონმა რაისმა ეს განცხდება გუშინ, ჩილეში მგზავრობისას გააკეთა. გუშინ უფრო ადრე მოლაპარაკებები განახლდა ისრაელსა და პალესტინას შორის. შეხვედრას ხელმძღვანელობდა ამერიკის რწმუნებული, აწ უკვე თადარიგშI გასული გენერალი უილიამ ფრეიზერი. გაკეთებულ განცხადებაში, ამერიკელი ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ მოლაპარაკებები იმ საკითხებს შეეხო სადაც ყველაზე მეტია წინააღმდეგობა საგზაო რუკის პირობების ირგვლივ.
XS
SM
MD
LG