ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

დღეს ირანში საპარლამენტო არჩევნებია. სავარაუდოდ ამ არჩევნების შედეგად ძალაუფლებაში დარჩება ქვეყნის კონსერვატიული ფრაქცია. ქვეყანაში 40 მილიონზე მეტი ხმის უფლების მქონე ამომრჩეველია და ისინი 4500 კანდიდატიდან 290კაცს შეარჩევენ მაჯლისში, ირანის პარლამენტში. თუმცა ირანის საზედამხედველო საბჭომ- ქვეყნის რელიგიურმა ჯგუფმა უკვე მოუხდინა დისკვალიფიკაცია 1700 კანდიდატს, მათ შორის უმრავლესობა პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადის მოწინააღმდეგეები იყვნენ. საბჭომ განაცხადა, რომ ამ კანდიდატებმა ვერ დაამტკიდეს ერთგულება ირანის ისლამური სისტემის მიმართ, ამდენად, რეფორმატორული კანდიდატების ნაკლებობით, ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ არჩევნებში ბევრი ამომრჩეველი არ მიიღებს მონაწილეობას. ელექტორატისთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვან საკითხებად რჩება ირანში ინფლაციის მაღალი დონე და უმუშევრობა, ასევე პრეზიდენტ აჰმადინეჟადის ურთიერთობა დასავლეთის სახელმწიფოებთან. არჩევნების ადრეული შედეგები შესაძლოა შაბათისთვის გახდეს ცნობილი, თუმცა საბოლოო რეზულტატების გამოცხადებას რამდენიმე დღე დასჭირდება.
XS
SM
MD
LG