ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში ხვდებიან ერთმანეთს


ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში ხვდებიან ერთმანეთს სამი სახელმწიფოს-ალბანეთის, მაკედონიისა და ხორვატიის ალიანსში გაწევრიანების საკითხების განსახილველად.

სამივე ქვეყანა იმედოვნებს, რომ ალიანსი ამ სახელმწიფოების ოფიციალური წევრობის შესახებ სურვილს დააფიქსირებს აპრილში, ბუქარესტში დაგეგმილ ნატოს სამიტზე.

ამ ფონზე, მაკედონია დგას საბერძნეთიდან მომავალი საფრთხის წინაშე. ათენი გეგმავს ხელი შეუშალოს მაკედონიის გაწევრიანებას, რამეთუ ბერძნები თვლიან, რომ მაკედონიას--სახელი მაკედონია საბერძნეთის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონის სახელწოდებიდან აქვს აღებული და რომ არ არის გამორიცხული მაკედონიამ მომავალში ტერიტორიული პრობლემები შეუქმნას საბეძნეთს.

მიუხედავად მოსკოვის ოპოზიციისა, აპრილის სამიტზე გაწევრიანების მიმართულებით მხარდაჭერას ელიან საქართველო და უკრაინაც. ამ ფონზე, უკვე ცნობილია, რომ ავღანეთში შექმნილი სიტუაცია პრიორიტეტული საკითხი იქნება სამიტზე.

XS
SM
MD
LG