ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ ოსეთის აღიარება კოსოვოს მსგავსად  არ მოხდება!


საქართველოს კონფლიქტური რეგიონების სეპარატისტული ხელისუფლება მათივე განცხადებით არ ასუსტებს ძალისხმევას დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით. რუსეთის პოლიტიკური ელიტა მიუხედავად განცხადებებისა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ცნობის შესახებ პერიოდულად იხილავს სეპარატისტული რეჟიმების მიმართვებს დამოუკიდებლობის თაობაზე სახელმწიფო სათათბიროს სხდომებზე. მორიგი განხილვა რუსეთის დუმაში 13 მარტს უნდა გაიმართოს.

დღეს აშშ სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა შემდეგი განცხადება გააკეთა“ -კოსოვოს მსგავსად სამხრეთ ოსეთის ცნობა არ მოხდება. ჩვენ ნათლად განვსაზღვრეთ, რომ კოსოვოს შემთხვევა უნიკალურია, კოსოვო აღმოჩნდა განსაკუთრებულ ვითარებაში იუგოსლავიის დაშლის შემდეგ...“

აღნიშნულ საკითხზე სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული ხელისუფლების წარმომადგენელი, დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ზურაბ ბენდიანაშვილი გვესაუბრება, რომელიც ამბობს, რომ კოსოვოს შემთხვევას არანაირი კავშირი საქართველოს თუ პოსტსაბჭოთა ტერიტორიების სხვა კონფლიქტებთან არ აქვს. თუნდაც თავისი არქიტექტურით, სტრუქტურით, განვითარებით, მოგვარების კულტურით აბსოლუტურად სხვა შემთხვევებთან გვაქვს საქმე.

XS
SM
MD
LG