ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სეპარატისტები დამოუკიდებლობის აღიარებას მოითხოვენ


დღეს ცნობილი გახდა, რომ 13 მარტს რუსეთის სახელმწიფო სათათბირო სოხუმის და ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული მმართველების მიმართვას განიხილავს საქართველოს ამ კონფლიქტური ზონების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. განხილვებს მოსკოვში დაესწრებიან ბაღაფში და კოკოითი. სათათბიროს დეპუტატების თქმით, კარგი იქნებოდა, თუ ამ განხილვებს ქართული მხარეც დაესწრება.

სათათბირო წევრების განცხადებით განხილვებს იურიდიული ძალა არ ექნება. შეიძლება თუ არა აღნიშნული განცხადების ნდობა ? - ამ კითხვით ლიახვის ხეობის დეპუტატს გურამ ვახტანგიშვილს მივმართე, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება, თუმცა სათათბიროს დეპუტატები ჱავადაც აცხადებენ, რომ განხილვების შედეგად მიღებულ დადგენილებას იურიდიული ძალა არ ექნება. გ.ვახტანგიშვილს სჯერა, რომ ოსი და აფხაზი სეპარატისტები მივლენ იმ დასკვნამდე, დადგებიან იმ ფაქტის წინაშე, რომ ისევ საქართველოსთან, თბილისთან დაიწყონ მოლაპარაკებები „რომ ერთიან ქვეყანაში ვიცხოვროთ ერთად“.

XS
SM
MD
LG