ისრაელის სამხედროები ღაზაში ხუთი დღის განმავლობაში სამხედრო ოპერაციას ახორციელებდნენ. ამ ოპერაციის შედეგად დაიღუპა ასზე მეტი პალესტინელი და ორი ებრაელი ჯარისკაცი. ისრაელის საჰაერო ძალები დღესაც აგრძელებდნენ სექტორის დაბომბვას. საპასუხოდ კი პალესტინელები ისრაელს რაკეტებს უშენდნენ.
ისრაელის მთავრობის პრეს-მდივანის მარკ რეგევის თქმით, ისრაელის ჯარი ღაზაში ნებისმიერ დროს შეიძლება დაბრუნდეს. ჰამასი რომ ისრაელის ქვედანაყოფების გასვლას გამარჯვებას უწოდებს. პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა დაგმო ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო დარტყმები, თუმცა პარალელურად მან ისრაელის სამხედრო ესკალაციის გაპროტესტების მცდელობით შეწყვიტა სამშვიდობო მოლაპარაკებები ისრაელთან.
საერთაშორისო საზოგადოებრიობამ დაგმო ისრაელის ტაქტიკა, ვინაიდან სამხედრო ოპერაციას მრავალი მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დღეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი რეგიონში ჩადის, სადაც ხვალ და ზეგ იგი ისრაელისა და პალესტინელტა ლიდერებს შეხვდება. მდივანი მხარეებს შორის მოლაპარაკებების განახლებას ეცდება.