ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიუჟეტი თბილისიდან: თანამედროვე ხელოვნებისთვის


როდესაც თანამედროვე ხელოვნების განვითარებაზე ვსაუბრობთ, ყველაზე რთული სწორედ იმ პრიორიტეტების გამოკვეთაა, რომელიც შესაძლებელია კულტურის სამინისტროს რჩევის სახით მიეწოდოს. ამას ყველაზე კარგად სწორედ ის ადამიანები ახერხებენ, რომელნიც ზედმიწევნით კარგად არიან ჩახედულნი ამ საკითხებში. დღევანდელ გადაცემაში ხელოვნებათმცოდნე და გაზეთ “24 საათის” კულტურის მიმომხილველი სოფო კილასონია, სწორედ ამ რჩევებს გაგვაცნობს. სოფო კილასონია – პირველი არის, რომ რაც არ უნდა ერთმა კონკრეტულმა ინსტიტუციამ მოინდომოს, მაინც მოუგვარებელი დარჩება რაღაც საკითხები. მაგალითისთვის, ეს არის განათლების პრობლემა, კადრების ძალიან სერიოზული პრობლემაა: კურატორი, არტ მენეჯერი, გალერისტის ცნება ჩვენთან ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული. ერთი სიტყვით მოსამზადებელია კადრები. შესაძლოა ამ შემთხვევაში, სწორედ ამ პრობლემაზე კულტურის სამინისტროც უნდა ფიქრობდეს. ასევე, სულ რამდენიმე ხნის წინ თეატრ “გლობუსს”, რომელსაც ახალი ხელმძღვანელობა ყავს და მისი ახალი ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ მისგან უნდა გააკეთოს ანუ გადააკეთოს თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, მას სჭირდება ხელშეწყობა. და კიდევ ერთი სურვილი მაქვს, რომ ის რაშიც სახელმწიფო იხდის თანხას, მან უნდა ჩაატაროს პატარა მონიტორინგი თუ რამდენად ეფექტურად დაიხარჯა ეს ფული. ეს არ არის ცენზურა, ეს არის აუცილებელი. და კიდევ, ჩვენ ვიცით რომ სამინისტროს საკმაოდ დიდი და შთამბეჭდავი თანხები იხარჯება, მაგალითად შაკირას, ტოტო კუტუნიოს გასტროლებზე – ეს საკითხი უნდა გადაიხედოს ნამდვილად. რადგან, ჩვენ ვიცით რომ უკანასკნელ წელს კულტურული მემკვიდრეობის ტაძრების აღდგენაზე დაიხარჯა 3 მილიონი ლარი, მაგრამ აგრეთვე ვიცით, რომ ჩევნს მიერ მოხსენიებული მომღერლების ჩამოყვანაზე - გაცილებით მეტი დაიხარჯა. ამიტომ, ბუნებრივია ეს საკითხი აუცილებლად მოითხოვს გადახედვას და შესაძლებელია გადაფასებას. - იმედი ვიქონიოთ, რომ ახალი მინისტრი მომავალში გაცილებით დიდ თანხებს დახარჯავს, გაცილებით უფრო სერიოზული საქმისთვის, ვიდრე, ეს შაკირასა და ტოტო კუტუნიოს კონცერტებია.
XS
SM
MD
LG