ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახმელეთო შეტევა ერაყის ჩრდილოეთში


თურქი სამხედროების განცხადებით, დაიწყო სახმელეთო შეტევა ერაყის ჩრდილოეთში განლაგებული ეჭვმიტანილი ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ.

თურქი სამხედროების განცხადებით, ოპერაცია გუშინ ღამე დაიწყო, მას შემდეგ რაც საჰაერო და საარტილერიო იერიში იქნა მიტანილი ეჭვმიტანილ მეამბოხეებზე. ჯერჯერობით ცნობილი არ არის მსხვერპლის შესახებ.

თურქეთის ტელევიზიის ცნობით, ოპერაციაში 10 000 თურქი ჯარისკაცი იღებს მონაწილეობას.

ოპერაციის შესახებ კომენტარი გააკეთა აშშ ადმინისტრაციამ. ვაშინგტონი აცხადებს, რომ სამხედრო ოპერაცია სავარაუდოდ ხანმოკლე იქნება და ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ არის მიმართული. ამ ფონზე, ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოშიარ ზებარიმ განაცხადა, რომ მისი მთავრობა არ იყო ასეთი ოპერაციის დაწყების საქმის კურსში.

ევროკავშირის წარმომადგენლებმა თურქეთს მოუწოდეს თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციისგან, რომელმაც ფართო მასშტაბიანი ოპერაცია შეიძლება გამოიწვიოს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ აღნიშნა, რომ ერაყის ტერიტორიაზე შეჭრა არ იყო საუკეთესო გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან.

XS
SM
MD
LG