ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელგრადში დემონსტრანტებმა ამერიკის საელჩო დაარბიეს


აშშ-მ სერბეთის ხელისუფლებასთან ოფიციალურად გააპროტესტა ამერიკის საელჩოს დარბევის დროს არაადექვატური უსაფრთხოების ზომების არსებობა. გუშინ, როგორც ცნობილია ბელგრადში დემონსტრანტებმა ამერიკის საელჩო დაარბიეს და ნაწილობრივ გადაწვეს შენობა კოსოვოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერის გამო.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა შონ მაკორმაკმა აღნიშნა, რომ გუშინდელი თავდასხმა ბოროტი და თავზეხელაღებული ადამიანების მიერ იყო განხორციელებული და რომ ამერიკის მთავრობამ სერბეთის ხელისუფლებასთან გამოხატა უკმაყოფილება იმის გამო, თუ რატომ ვერ მოხდა საელჩოს უკეტესი დაცვა პოლიციის მიერ. შონ მაკორმაკმა განაცხადა, რომ სერბეთის ხელისუფლებამ საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელები საკმარისი რაოდენობით მხოლოდ მას შემდეგ განალაგა რაც თავდასხმა და დარბევა მოხდა.

სერბეთის პრემიერ მინისტრმა ვოისლავ კოსტუნიცამ მწუხარება გამოხატა გუშინ ბელგრადში საელჩოებზე თავდასხმების გამო და აღნიშნა, რომ ეს ფაქტები ხელს ვერ შეუწყობს სერბეთის ძალისხმევას --კოსოვოზე კონტროლი შეინარჩუნოს.

XS
SM
MD
LG