ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აღმოსავლეთ ტიმორში 18 ეჭვმიტანილი დააკავეს


აღმოსავლეთ ტიმორში ორშაბათს ქვეყნის ორ ლიდერზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით დააკავეს 18 ეჭვმიტანილი მემაბოხე. დეტალები უცნობია.

პრეზიდენტი ჟოზე რამოს ჰორტას ჯანმრთელობა მძიმე, მაგრამ სტაბიულურია. დღეს მას კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთეს, ექიმები თვლიან რომ იგი მდგომარეობიდან გამოვა. პრემიერ მინისტრმა შანანა გუსმაომ რომელიც თავდასხმისას არ დაშავებულა მოითხოვა რომ ქვეყანაში სიტუაციის სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით საგანგებო მდგომარეობა კიდევ ათი დღე გაგრძელდეს. ქვეყნის კანონმდებლებმა დააკმაყოფილეს მისი მოთხოვნა.

შეგახსენებთ რომ ამ თავდასხმისას მოკლეს მემაბოხეთა ლიდერი ალფრედო რეინადო. დღეს მის სახლთან ასობით მისი მხარდამჭერი შეიკრიბა.

XS
SM
MD
LG