ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთი იძულებული გახდება ჩაერიოს ჩადის  კონფლიქტში


საფრანგეთმა გააფრთხილა მეამბოხეები ჩადში რომ თუ ისინი კიდევ დაემუქრებიან ქვეყნის დედაქალაქ ნჯამენას მაშინ საფრანგეთი იძულებული გახდება ჩაერიოს ამ კონფლიქტში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ დღეს განაცხადა რომ პარიზი შეასრულებს თავის მოვალეობას და მეამბოხეთა აგრესიას უყურადღებოდ არ დატოვებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ეს კომენტარი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შემდეგ გააკეთა რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას ჩადის მთავრობის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

თავის ყოფილ კოლონია ჩადში ამჯამად საფრანგეთს ამჯამად 1500 ჯარისკაცი ყავს განლაგებული.

დღეს აჯანყებულებმა ფრანგი სამხედროები მშვიდობიან მოსახლეობაში არსებულ დანაკარგებში დაადანაშაულეს აეროპორტის გარშემო მიმდინარე ბრძოლის დროს.

XS
SM
MD
LG