ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო რუსეთის ურთიერთობების შესახებ ამერიკელი ექსპერტები საუბრობენ


5 იანვარს მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩეველთა ხმების ორმოცდაცამეტი პროცენტი მიიღო. ოთხი წლის წინ კი სააკაშვილი პრეზიდენტად ოთხმოცდათექვსმეტ პროცენტიანი მანდატით აირჩიეს.

ბევრი პოლიტოლოგი, მათ შორის რენდის კორპორაციის ექსპერტი ოლგა ოლიკერი თვლის, რომ ეს იმის მაჩვენებელია, რომ ქართველებს “ვარდების რევოლუციის” ლიდერების ისე აღარ სჯერათ:

“ძალზე მტკივნეულია იმედის გაქარწყლება მასინ როდესაც დასაწყისი ასეთი იმედის მომცემია. როდესაც გამჭრიახი ახალი ლიდერები მოდიან ხელისუფლებაში და ძველი დრომოჭმული რეჟიმის ადგილს იკავებენ. შევარდნაძის მაგივრად დასავლეთში განათლებამიღებული, სააკაშვილის ახალგაზრდა და შემძლე გუნდის მოსვლა ნათელი მომავლის იმედს ტოვებს”. ამბობს ქალბატონი ოლიკერი.

თუმცა ოლიკერის და სხვა ზოგი ექსპერტის თქმით, სააკაშვილმა მოგვიანებით ავტორიტარული მმართველობის მეთოდებს მიმართა, შეზღუდა პრესის თავისუფლება და პრეზიდენტის ზალაუფლება გაზარდა.

ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი რონალდ სუნი ამბობს, რომ საქართელოს საგარეო პოლიტიკა უცვლელი რჩება და დასავლეთთან და ნატოსთან დაახლოვებასა და რუსეთისგან დაშორებას ისახავს მიზნად:

“საქართველო, საქართველოს ინტელიგენცია და რა თქმა უნდა ქვეყნის ახლანდელი მთავრობა დასავლეთისკენ მიილტვიან. ამის არ დანახვა შეუძლებელია. საქართველო საკუთარ თავს უძველეს ქრისტიანულ ქვეყანად და ევროპის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიად აღიქვავს. საქართველოს რაც შეიძლება ჩქარა სურს ნატოში და ევროკავშირში შესვლა. ეს გრძელვადიანი პროგრამაა. ეს საქართველოს იზოლაციის დაძლევასა და რუსეთისგან თავას წაადგება”. ამბობს ბატონი სიუნი.

ამ ლტოლვამ დასავლეთისკენ დაქ შიდა ქართლისა და აფხაზეთის პრობლემებმა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დაძაბა. ამ საკითხთან დაკავშირებით სააკაშვილი და რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ძლიერ უპირისპირდებიან ერთმანეთს. კოლუმბიის უნივერსიტეტის ექსპერტი რობერტ ლეგვოლდი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილს მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს სწორედ ამ სიძნელეებთან შერკინება მოუწევს:

“ალბათ ყველაზე დიდ სიძნელეს იმ პრობლემების გადაწყვეტა წარმოადგენს, რომლების მოგვარების პირობაც სააკაშვილმა დადო. ეს კი პირველ რიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა”. ამბობს ბატონი ლეგვოლდი.

“ახლა, როდესაც სააკაშვილის პოზიცია დემონსტრაციებმა შეასუსტა, როდესაც მისი პოპულარობა დაღმავალზეა, სააკაშვილმა შეიძლება რუსეთთან აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებული შეთანხმების შესაძლებლობა განიხილოს”. ფიქრობს პროფესორი სიუნი.

ბევრი პოლიტოლოგის აზრით, ახლა მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების შესაძლებლობა ისახება.

საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მეგობრობის ხელს უწვდის რუსეთს. ხოლო ცერემონიაზე დამსწრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი აღნიშნა, რომ მისი საქართველოს პრეწზიდენტის ინაუგურაციაზე ყოფნის ფაქტი, რუსეთის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციის სურვილის გამოხატულებაა.

რობერტ ლეგვუდი თვლის, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გამოსწორება ნამდვილადა შესაძლებელია:

“ახლა ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალზე ემბარგოს ირგვლივ მოლაპარაკებების დაწყების შესაზლებლობა ისახება. რუსეთი ძალზე მნიშვნელოვანი ბაზარია საქართველოსთვის. ამ პრობლების გადაწყვეტა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა იქნება ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის”. ამბობს ბატონი ლეგვუდი.

ბევრი ექსპერტის აზრით, ურთიერთობების გამოსასწორებლად ორივე მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე. ეს ახლა შეიძლება მოხდეს, როდესაც სააკაშვილი მეორე ვადით აირჩიეს, ხოლო რუსეთს კი სათავეში სულ მალე ახალი პრეზიდენტი ჩაუდგება.

XS
SM
MD
LG