ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკონომიკის შენელების გამო ამერიკელი უძრავი ქონების მაკლერები ახალ ხერხებს მიმართავენ


სულ უფრო მზარდმა ეკონომიკურმა გაურკვევლობამ შეერთებულ შტატებში უძრავი ქონების ბაზრის შენელებაც გამოიწვია. ამერიკის ეროვნული ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის შემცირებას ბანკების მიერ იპოტეკური სესხების პროცენტის სემცირებას იწვევს. შეერთებულ შტატებში კერძო სახლის საშუალო ფასმა შარშანდელთან შედარებით თხუთმეტი პროცენტით დაიწია. ახლა ამერიკაში კერძო საკუთრების შეძენა ბევრად უფო ადვილია ვიდრე მრავალი წლის განმავლობაში იყო შესაძლებელი.

კალიფორნიაში მაკლერები ყველა შესაძლებელ ხერხს მიმართავენ ბაზრის შესანარჩუნებლად. სამაკლერო კომპანიის “უილიამ რეალტის” თანამშრომელი დიკ ქინანი ამბობს, რომ ბევრი გასაყიდი ადგილის დროის მცირე მონაკვეთში მონახულება უწევს და ეს უკვე მისი საქმიანობის ნორმაა.

ავტობუსების მეშვეობით სპეციალური ტურები ხორციელედება. ოცი დოლარის საზღაურად პოტენციურ მყიდველებს ოთხი საათის განმავლობაში ათამდე სახლის ყიდვის შეთავაზებით გამოსვლის შესაძლებლობა აქვთ. ყველა ასეთ ტურში შემავალი სახლი ძალზე მისაღებ ფასებში იყიდება;

“ჩვენ ახლახანს დავქორწინდით და ჩვენი პირველი საერთო სახლის შეძენა გვსურს” გვეუბნება მეუღლესთან ერთად აქ მყოფი ერთ-ერთი მყიდველი მაიკ ჰეისი.

შეერთებულ შტატებში გაკოტრების მაჩვენებლის მძაფრმა ზრდამ ასეთი ავტოტურები პოპულარული გახადა. მაკლერები ამბობენ, რომ ზოგ შემთხვევაში სახლები, რომლებიც მაგალითად ექვსას ორმოცდაათი ათასი დოლარი ღირდა ახლა ოთხას ორმოცდაატი ათასი დოლარის ფარგლებში იყიდება:

“თუმცა არავინ უწყის თუ რა მოხდება ორ სამ თვეში. სწორედ ეს არის პრობლემა”. ამბობს ერთ-ერთი პოტენციური მყიდველი ჯიმ ფიშერი.

ბაზრის მერყეობამ მაიკ და დონ ლიბმეკებს პრობლემები შეუქმნა. ისინი უკვე ერთი წლის განმავლობაში ამაოდ ცდილობენ საკუთარი სახლის გაყიდვას:

“ჩვენ ბანკს ეს სახლი ხელახლა შევაფასებინეთ ახალ სახლში გადასასვლელად, ახალი სახლი ვიყიდეთ და იქ გადასვლამდე ძველის გაყიდვის იმედი გვქონდა”. ამბობს დონ ლიმბეკი.

ლიმბეკები მოელიან, რომ მათ ერთი წლის განმავლობაში ცდა მოუწევთ. უძრავი ქონების ექსპერტი კერენ უივერი ტვლის, რომ კალიფორნიის მსგავს ძვირ ბაზარზე, მათ ვისაც უძრავი ქონების გაყიდვა სურს, კიდევ უფრო დიდი სიძნელეები მოელით:

“სახლების ფასები მხოლოდ სამი წლის შემდეგ შეიძლება დასტაბილურდეს. ჩვენ ჯერ-ჯერობით გაკოტრების ამ დიდ ტალღას ვუპირისპირდებით. ეს ტალღა კი უძრავი ქონების ფასს დაბლა წევს. სამწუხაროდ ამის ტავიდან აცილება შეუძლებელია”. ამბობს კერენ უივერი.

ექსპერტები წინასწარმეტყველებენ, რომ უძრავი ქონების ფასმა ქვეყნის ზოგ რეგიონში კიდევ ოცდაათი პროცენტით შეიძლება დაიწიოს მანამდე სანამ ბაზარი გამოკეთებას დაიწყებს.

XS
SM
MD
LG