ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუშინ ბუშმა ყოველწლიური მიმართვა გააკეთა


პრეზიდენტმა ბუშმა გუშინდელი ყოველწლიური მიმართვის დროს კონგრესისა და მთელი ერისადმი, ყურადღება ეკონომიკის სტიმულის პაკეტის სასწრაფოდ მიღების აუცილებლობაზე გაამახვილა და ერაყის პოლიტიკაში მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ბატონმა ბუშმა აღნიშნა, რომ ამერიკის ეკონომიკა ახლა ძნელჟამიანობას განიცდის.

მისი თქმით, ეკონომიკური სტიმულის გეგმის ორივე პარტიის მიერ მოწონება ქვეყნის ეკონომიკას ზრდის საშუალებას მისცემს. პრეზიდენტმა აღიარა, რომ ერაყში ჯერ კიდევ არსებობს მრავალი სიძნელე. მაგრამ მისი თქმით, ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაძლიერებამ დადებითი შედეგები გამოიღო. მან განაცხადა, რომ ერაყში მოქმედი ალ-ყაიდას რგოლი განადგურებულ იქნება და, რომ ამერიკული სამხედრო კონტინგენტის ერაყიდან გამოყვანის დაჩქარება არასწორი იქნება. პრეზიდენტმა აგრეთვე ირანს ბრალი დასდო ლიბანში, ერაყსა და პალესტინელთა ტერიტორიებზე ექსტრემისტების დახმარებაში.

XS
SM
MD
LG