ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა სერბეთთან მრავალ მილიარდიან კონტრაქტს მოაწერა ხელი


რუსეთმა სერბეთთან მრავალ მილიარდიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც სერბეთის ტერიტორიაზე რუსეთის ენერგორესურსების გავლას ითვალისწინებს.

ამიერიდან ევროპის სამხრეთისკენ მიმდინარე გაზსადენი სერბეთზე გაივლის, რუსული გაზპრომი კი სერბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის აქციათა 51%-ის მფლობელი გახდება.

ამ დოკუმენტის ხელმოწერას რუსეთის და სერბეთის პრეზიდენტები ვლადიმირ პუტინი და ბორის ტადიჩიც ესწრებოდნენ. საზეიმო ცერემონიის შემდეგ ბატონმა პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა რომ რუსეთი არასოდეს არ დაუჭერს მხარს სერბეთის პროვინცია, კოსოვოს დამოუკიდებლობას.

თავის მხრივ ბორის ტადიჩმაც კმაყოფილება გამოხატა რუსეთის ამგვარი პოზიციის გამო და აღნიშნა რომ სერბეთი ბოლომდე დაიცავს თავის ინტერესებს კოსოვოში.

XS
SM
MD
LG