სენატორმა არიზონას შტატიდან ჯონ მაქეინმა რესპუბლიკური პარტიის პირველად არჩევნები მოიგო სამხრეთ კაროლინას შტატში. მან პატარა განსხვავებით გაუსწრო არკანზასის გუბერნატორს მაიკ ჰაკაბის. გამარჯვების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში მაქეინმა ამომრჩევლებს გაახსენა, რომ 1980 წლის შემდეგ ყველა მომავალმა პრეზიდენტმა სამხრეთ კაროლინაში ჩატარებული არჩევნები მოიგო. რაც შეეხება დემოკრატიული პარტიის ნკანდიდატობის პრეტენდენტებს, ჰილარი ქლინტონმა 51 პროცენტით გაიმარჯვა ნევადას შტატში ჩატარებულ პირველად არჩევნებში. სენატორმა ილინოისის შტატიდან ბარაკ ობამამ კი ხმათა 45 პროცენტი დააგროვა. დემოკრატებისთვის მორიგი არჩევნები სამხრეთ კაროლინას შტატშI გაიმართება, ხოლო რესპუბლიკელები პირველად არჩევნებს ფლორიდის შტატში 29 იანვარს ჩაატარებენ.
პოპულარული
1