ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის ოპოზიციის ლიდერის ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობაში ალყაიდასთან დაკავშირებული მემაბოხეების  ხელი ურევია


ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეფს მიაჩნია რომ პაკისტანის ოპოზიციის ლიდერის ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობაში ალყაიდასთან დაკავშირებული მემაბოხეების ხელი ურევია. როგორც ამ სამმართველოს დირექტორმა მაიკლ ჰეიდენმა უთხრა გაზეთ ვაშინგტონ პოსტს ბჰუტო მოიშორეს პაკისტანის ერთერთი ტომის ლიდერთან ბაითულა მეჰსუდთან დაკავშირებულმა ბოევიკებმა რომლებიც ალყაიდასაგან იღებენ დახმარებას.

როგორც მან თქვა ალყაიდა და პაკისტანის სხვადასხვა ექსტრემისტულ ჯგუფებიერთ მიზანს ემსახურებიან, კერძოდ პაკისტანის აწმყო ხელისუფლების დამხობას. აღსანიშნავია რომ იგივე მოსაზრება გააჟღერა პაკისტანის მთავრობამ. თუმც ბჰუტოს ოჯახის წევრები ფიქრობენ რომ ადგილი ჰქონდა ფართე მასშტაბის შეთქმულებას რომელშიც პერვეზ მუშარაფის მთავრობის წევრებიც იყვნენ ჩაბმულნი.

XS
SM
MD
LG