ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიჩიგანის შტატის პირველად არჩევნებში მიტ რომნიმ გაიმარჯვა


მასაჩუსეთსის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა მიტ რომნიმ მიჩიგანის შტატის პრაიმერის არჩევნებში გაიმარჯვა. სენატორმა არიზონას შტატიდან და პრეზიდენტობის კანდიდატობის ნომინანტმა ჯონ მაქეინმა მეორე, არკანზასის გუბერნატორმა მაიკ ჰაკაბიმ კი მესამე ადგილები გაიყვეს. აღსანიშნავია, რომ მიტ რომნი წარმოშობით მიჩიგანიდან არის. მისი მამა იქ შტატის გუბერნატორი იყო 60ციან წლებში. ჯონ მაქეინმა ცოტა ხნის წინ ნიუ ჰემპშირის პრაიმერიში გაიმარჯვა და სხვა რესპუბლიკელ კანდიდატებს გაუსწრო. მაიკ ჰაკაბიმ კი ორი კვირის წინ აიოვას შტატში დაამარცხა რესპუბლიკელი კანდიდატები. თავის სიტყვაში, რომნიმ აღნიშნა, რომ მისი გამარჯვება ოპტიმიზმის წარმატებას ნიშნავს ვაშინგტონში გამეფებულ პესიმიზმთან შედარებით. დემოკრატიული პარტიიდან, მიჩიგანის პრაიმერიში ჰილარი ქლინტონმა გაიმარჯვა, თუმცა იქ სხვა დემოკრატი კანდიდატები იძულებულნი იყვნენ ბრძოლიდან გასულიყვნენ, რადგანაც შტატმა დაარღვია კანონი პრაიმერის დანიშვნის თარიღის შესახებ. ამიტომ, დემოკრატიულმა პარტიამ მიჩიგანის 156 წარმომადგენელს უარი უთხრა ეროვნულ ყრილობაში მონაწილეობაზე. ეს კი ნიშნავს რომ ჰილარი ქლინტონის გამარჯვება არ ჩაითვლება.
XS
SM
MD
LG