ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედია და საზოგადოება


7 ნოემბრიდან 7 იანვრამდე, უკვე რამდენიმე თუნდაც სავარაუდო დასკვნის გაკეთება ხდება შესაძლებელი. დღევანდელ დღეს, მაშინ როდესაც 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები პრაქტიკულად ცნობილია, შესაძლებელი ხდება გავაანალიზოთ უკანასკნელ თვეებში მომხდარი პოლიტიკური კატაკლიზმები, რომელიც მედიასა და საზოგადოებაზე პირდაპირ აისახა.

წინასაარჩევნო მარათონმა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად არათანასწორუფლებიან პირობებში ჩატარდა, მაინც თანასწორი, ბალანსირებული შედეგი მიიღო. მაგალითად, ერთი პატარა დეტალი, რომელიც დღეს საზოგადოებას წარედგინა: - მედია საბჭო, რომელიც მედიაში პრეზიდენტობის კანდიდატებისათვის დათმობილ დროს ითვლიდა, საბოლოო ანგარიში წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც 3 მოქმედ ტელეარხზე (“მზე, რუსთავი 2” და “საზოგადოებრივი მაუწყებელი”) ასე გამოიყურება. მიხეილ სააკაშვილს ელექტრონულ მედიაში მთელი კამპანიის დროს დათმობილი ქონდა 101 საათი და 58 წუთი, მის მთავარ კონკურენტს ლევან გაჩეჩილაძეს კი 58 საათი და 16 წუთი. სააკაშვილისა და სხვა დანარჩენი კანდიდატებისათვის განკუთვნილ დროში კიდევ უფრო მკვეთრი განსხვავებაა.

აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ შესულ დროში ითვლება ის სიუჟეტებიც, რომელიც ამა თუ იმ ოპოზიციური კანდიდატის ანტი რეკლამირებას გულისხმობდა და არა მშრალ საინფორმაციო რეპორტაჟს. შესაძლებელია ეს მხოლოდ მცირეოდენი დეტალია, მაგრამ არ შეიძლება ის უმნიშვნელოდ მივიჩნიოთ, რადგან ვიცით, რომ მედიას წინასაარჩევნო პერიოდში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფუნქცია აქვს. სწორედ აქედან გამომდინარე, შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნები: მიუხედავად ამგვარი დისონანსისა საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი, ხმას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აძლევს, არავინ იცის რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი კამპანია მართლაც თანასწორუფლებიან რეჟიმში ჩატარდებოდა და მაგალითად არჩევნების დღემდე მაინც იმუშავებდა ტელეკომპანაია “იმედი”, რომელიც თუნდაც რომელიმე სხვა კანდიდატის რეკლამირებას შეძლებდა ეფექტურად და ასევე მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტირებას, როგორც ამას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ლევან გაჩეჩილაძის მისამართით ახორციელებდა.

უდავოა, რომ მედია საკუთარ პოლიტიკაზე უკანასკნელი მოვლენების შემდეგ უნდა საფუძვლიანად დაფიქრდეს და საკუარი მუშაობის სტილში მცირეოდენი კორექტივები მაინც შეიტანოს. ეს მხოლოდ სურვილია, მაგრამ რა რეალურ ცვლილებებს შეიძლება ველოდეთ, ამის შესახებ მედია ექსპერტი ია ანთაძე მოგვახსენებს:

ია ანთაძეარის რა თქმა უნდა თვისებრივი ცვლილება, რომელიც შესაძლებელია აღმოჩნდეს საკმაოდ მძიმე დარტყმის მომაყენებელი, მაგრამ არის იმის ნიშნებიც, რომ პირიქით მეტი პოზიტივი იყოს. საბოლოოდ პასუხი ალბათ მაშინ გაეცემა, როდესაც ტელეკომპანია “იმედის” ბედი გაირკვევა. მოხერხდება თუ არა მისი აქციების გადაცემა სანდო ხელში?! თკი მოხერხდება, მაშინ შეიქმნება იმის შანსი, რომ ქართულ სატელევიზიო სივრცეში გაჩნდეს დამოუკიდებელი ტელემაუწყებელი. მაგრამ, ჯერ საფრთხე ძალიან დიდი იმისა, რომ იმედის სახით მივიღებთ “რუსთავი 2-3”-ს, ჯერ ისევ არსებობს.

- ერთი სიტყვით, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ რამდენიმე ხანში, მაშინ როდესაც საქართველო შედარებით მშვიდი ცხოვრების რეჟიმს დაუბრუნდება, ჩვენ უფრო გამოკვეთილი პროგნოზირების საშუალება გვექნება.

XS
SM
MD
LG