ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კენიის ოპოზიცია ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს


კენიის ოპოზიცია ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. დღეს საგანგებოდ გამართულ პრეს-კონფერენციაზე დემოკრატიული მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ანიანგ ნიონგომ განაცხადა, რომ ახალი არჩევნების ჩატარება საჭიროა, რათა ქვეყანაში შეწყდეს მღელვარები. ამ პარტიის განცხადების თამახმად გასულ კვირას ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მონაცემები გააყალბეს, რათა გამარჯვებულად გამოეცხადებინათ პრეზიდენტი მვაი კიბაკი.

ჯერ-ჯერობით კიბაკის მთავრობას არანაირი რეაქცია არ მოუხდენია ამ განცხადებაზე. ამ ფონზე ნაირობიში პოლიციის სპეც-დანიშნულების რაზმები მომეტებულ მზადყოფნაზე გადაიყვანეს, რადგანაც ოპოზიციას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები აქვს დაგეგმილი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე აფრიკის საკითხებში დღეს უნდა ჩაფრინდეს კენიაში. იგი შეხვდება პრეზიდენტ კიბაკის და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ვაშინგტონი კენიის ლიდერებს მოუწოდებს დიალოგს მიმართონ, რათა მშვიდობიანად დასრულდეს ეს დაპირისპირება.

XS
SM
MD
LG