ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს საქართვლოს კათოლიკოს-პატრიარქს 75 წელი შეუსრულდა. ამერიკის ხმა ულოცავს მას დაბადების დღეს!


ამერიკის ხმასთან საუბარში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ გამოთქვა მოსაზრება, რომ მისი აზრით საქართვლოს პრეზიდენტად ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს ის ადამიანი, რომელიც ქართულ ფასეულობებს, სულიერებასა და მართლმადიდებელ სარწმუნოებას გაუფრთხილდება.

ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს ის კანდიდატი, რომელიც გაუფრთხილდება ჩვენ სიწმინდეებს, ჩვენს სულიერებას, ჩვენს რწმენას, მართლმადიდებელ სარწმუნოებას და ეკლესიას, ჩვენს კულტურულ თუ სულიერ თუ ინტელექტუალურ ფასეულობას - ის ადამიანი, რომელსაც ესმის ამისი ფასი და იცის ამის ფასი, აი ის ადამიანი უნდა აირჩიოს ქართველმა ხალხმა”.


XS
SM
MD
LG