ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი თბილისში ჯერჯერობით ვერ ბრუნდება


დღეს, 14 დეკემბერს თბილისში უნდა დაბრუნებულიყო ბადრი პატარკაციშვილი და დაეწყო წინასაარცევნო კამპანია, მაგრამ არ ჩამოვიდა.

„ ბ.პატარკაციშვილი საქართველოში მხოლოდ უსაფრთხოების დამატებით გარანტიების მიღების შემდეგ დაბრუნდება“ - განაცხადა დღეს მისი საარცევნო შტაბის უფროსმა , პარლამენტის წევრმა ვალერი გელბახიანმა. მისივე თქმით, დახურულია ბიზნესმენის ყველა საბანკო ანგარიში.

მმართველი პარტრიის წევრის, პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით ბ.პატარკაციშვილმა იცის, რომ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს და წინასაარჩევნოდ ხელოვნურად ქმნის აჟიოტაჟს. მან ასევე ბიზნესმენის ანგარიშების დაყადაღების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა.

რატომ არ ჩამოვიდა დღეს თბილისში პრეზიდენტობის კანდიდატი? - კომენტარისთვის ბ.პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის უფროსს, ვალერი გელბახიანს მივმართე. მისი თქმით პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსის შეძენის შემდეგ მას ჰქონდა უფლება ჩამოსსულიყო ქვეყანაში და დაეწყო წინასაარჩევნო კამპანია. ბ.პატარკაციშვილის თანაგუნდელები თანახმანი იყვნენე, თუნდაც სიტყვიერად ყოფილიყო უმაღლესი ხელისუფლებისგან განცხადებული, რომ ვიდრე მას აქვს პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსი, პროკურატურისგან არ დადგებოდა საკითხი მისი დაპატიმრების შესახებ. მაგრამ ასეთი გარანტია მათ ვერ მიიღეს. ვ.გელბახიანის თქმით, „ ბ.პატარკაციშვილის ყველა ანგარიში არის დახურული, დაყადაღებულია არა მხოლოდ მისი, ახლობლების ქონებაც. მისი პირადი ანგარიში, საარჩევნო ფონდისთვის განკუთვნილი, კანონით უზრუნველყოფილი უნდა იყოს, მაგრამ მისი კონვერტაცია არ ხდება“.

XS
SM
MD
LG