ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„იმედი“ ეთერში ტექნიკური მიზეზების გამო დღესაც ვერ გავიდა


დღეს საღამოს 8 საათზე ეთერში უნდა გასულიყო პირველად 7 ნოემბრის შემდეგ „ქრონიკა“ ტელეკომპანია „იმედზე“, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო ტელეკომპანია იმედი მაუწყებლობას ხვალიდან განაახლებს - განაცხადა რია-ნოვოსტის თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში ტელეხიდის თბილისი-მოსკოვი მსვლელობისას გიორგი თარგამაძემ. მისივე თქმით იმედის ტექნიკა არა მხოლოდ განადგურებულია, არამედ ნაწილი მოპარულია. გ.თარგამაძემ მოსკოველ და უცხოელ ჟურნალისტებს 7 ნოემბრის მოვლენების შესახებ უამბო, რაც იმ დღეს იმედში განვითარდა : როგორ შეიჭრნენ ნიღბიანი, შეიარაღებული სპეცნაზელები სტუდიებში, როგორ ცემეს და დააწვინეს იატაკზე თანამშრომლები და დაიწყეს ტექნიკის განადგურება, როგორ დევნიდნენ შემდეგ იმედთან მისულ მხარდამჭერებს ერთი კილომეტრის რადიუსში ხელკეტებით და ცრემლსადენი გაზით.. - ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა სიტუაცია, როცა ჟურნალისტებს სტუდიებიდან ავტომატების მუქარით გამოიყვანდნენ, - განაცხადა გ.თარგამაძემ. მისი თქმით 50-მდე თანამშრომელმა მუქარის, შანტაჟის შედეგად ტელეკომპანია დატოვა, წასულებს სხვა არხებზე უზარმაზარი, არაადექვატური ხელფასები დაუნიშნეს.. ნადირობა იმედის ჟურნალისტებზე გრძელდება ! - თქვა მან. მოსკოველი ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა შანტაჟს, მუქარას ან მოსყიდვის ფაქტს ადგილი თავად გ.თარგამაძის მიმართ, მან თქვა, რომ ჯერ კიდევ 7 ნოემბრამდე მას შეხვდა შსს მაღალჩინოსანი და უთხრა, რომ მასზე მეზობელი ქვეყანა ტერაქტს ამზადებს, დაცვას შეუთავაზებიათ. 3 თვის წინ კი ქვეყნის პირველი პირები სხვა სამსახურს სთავაზობდნენ, სხვა სტატუსით და ა.შ. - განაცხადა გ.თარგამაძემ.

მაუწყებლობის განახლების შემდეგ როგორი იქნება იმედის არეალი, გავრცელდება თუ არა მაუწყებლობა რეგიონებზე, ინტერნეტით ? ამ კითხვაზე ტელეიმედის თოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი ლევან მოსეშვილი დადებითად პასუხობს. ზეგ. 13 დეკემბერს იმედი ეთერში უკვე დილის 8 საათზე გავა.

- ჩვენ ეთერში გასვლას ჩვენთვის ჩვეულ ფორმატში ვერ შევძლებთ, როგორც შევძლებთ, ისე ვიმუშავებთ - აცხადებს გიორგაძე თარგამაძე და ტელეკომპანია „იმედი“.

XS
SM
MD
LG