ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის სამთავრობო ძალები თალიბ მოთარეშეებს ებრძვიან


შეერთებული შტატების მეთაურობით მებრძოლმა სამხედრო კოალიციის ჯარებმა თალიბთა ერთ-ერთი მეთაური მოკლეს, რომელიც მარტში იტალიელი ჟურნალისტის დანიელე მასტროჯაკომოს გატაცებასა და მისი თანმხლები პირების მკვლელობაში მონაწილეობდა. მულა საინუ ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ქალაქ მუსა ყალასთვის მიმდინარე ბრძოლების დროს დაიღუპა საჰაერო დაბომბვის შედეგად. ავღანეთში მებრძოლი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სარდლობის განცხადებით თალიბები ამჟამად ავღანეთის 59 რაიონიდან მხოლოდ 5 აკონტროლებენ. ავღანეთის უშიშროების ძალები პოლიციის ქვედანაყოფებთან ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში. მათ თავიანთი ქმედითუანარიანობა მაზარი შარიფის რაიონში დაამტკიცეს, სადაც ამ ბოლო დროს გახშირდა თალიბთა თარეში. შეწუხებული მოსახლეობის თხოვნის თანახმად ამ რაიონში ავღანეთის შეიარაღებული ძალების 600 კაციანი ქვედანაყოფი და პოლიციის 250 კაციანი რაზმი შეიყვანეს, რომლებიც დასავლეთის კოალიციური ძალების მხარდაჭერით მოქმედებდნენ. მათთან ბრძოლაში 50 -მდე თალიბი დაიღუპა ბევრი კი ტყვედ ჩავარდა. ამ ოპერაციაში მონაწილე ავღანეთის არმიის ჯარისკაცების გაწვრთნაში დიდი როლი ითამაშა შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკმა ედვარდ დალიმ რომლის განცხადებით:” ამ ბრძოლაში ავღანელებმა განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი და უნდა აღინიშნოს რომ არა მარტო არმიის არამედ პოლიციის მებრძოლებმა, რომლებიც ერთმანეთთან შეთანხმებით მოქმედებდნენ. ავღანეთის არმიის 209 კორპუსის მეთაურის გენერალ-მაიორ მურად ალის განცხადებით ავღანელი მეომრები განსაკუთრებით აფასებენ მტერთან ბრძოლაში ამერიკელი ჯარისკაცების დახმარებას. მისი თქმით:” ავღანეთის ეროვნული არმია ყველა ტომის წარმომადგენლებისგან შედგება, ის ამჟამად ჩამოყალიბების პროცესშია, თუმცა ავღანეთის მტრებისთვის საკადრისი პასუხის გაცემაც შეუძლია.” ამერიკელი პოლკოვნიკის ედვარდ დალის განცხადებით ომი პირველ რიგში მოქმედებაა, ავღანელებს კი შეუძლიათ საკმაოდ გადამჭრელად იმოქმედონ.
XS
SM
MD
LG