პაკისტანის წამყვანი ოპოზიციური პარტიები ვერ შეთანხმდნენ ხელისუფლებისთვის წარსადგენი მოთხოვნების რამდენიმე პუნქტზე. ოპოზიცია მხოლოდ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. პაკისტანი ყოფილი პრემიერ-მინისტრების ბენაზირ ბჰუტოს და ნავაზ შარიფის მომხრეებს მემორანდუმის 15 პუნქტიდან 2 დარჩათ შესთანხმებელი. ერთ-ერთი სადაო საკითხია პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფის მიერ შემოღებული საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურიდან დათხოვნილი მოსამართლეების საკითხი. თუ ნავაზ შარიფი არჩევნებამდე ითხოვს მათი უფლებამოსილების აღდგენას ბენაზირ ბჰუტო ამ საკითხის გადადებას უჭერს მხარს.