ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიამ ორი ქურთი მეამბოხის ექსტრადიცია მოახდინა


თურქეთის იუსტიციის სამინისტრო იტყობინება, რომ გერმანიამ ორი ქურთი მეამბოხის ექსტრადიცია მოახდინა. თურქეთი ორივე მათგანს სამოქალაქო პირებისა და პოლიციელების წინააღმდეგ განხორციელებული აფეთქებების ორგანიზებაში გაწეული როლისთვის ითხოვდა. იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთერთი მეამბოხის ექსტრადიცია გასულ კვირას მოხდა, მეორესი კი სექტემბერში.

განცხადებაში დაზუსტებული არ არის ის, თუ რატომ არ გახდა ექსტრადიციის შესახებ უფრო ადრე ცნობილი. ორივე მოთარეშე ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრია. ამ უკანასკნელს ბრალდება 1991 წელს ორი აფეთქების განხორციელება, რომელთა დროს 9 ადამიანი დაიღუპა. ორივე თურქი გერმანიის მთავრობამ 1990იან წლებში დააკავა. თუმცა ბერლინმა არ მოახდინა მათი ექსტრადიცია, რამეთუ მაშინ თურქეთში სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ ძალაში იყო. 2001 წელს, თურქეთმა გააუქმა სიკვდილით დასჯა, რაც ნაწილი იყო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დაწყებული რეფორმებისა.

XS
SM
MD
LG