ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პერვეზ მუშარაფმა პაკისტანის არმიის მთავარსარდლის თანამდებობა დატოვა


პრეზიდენტი მუშარაფი, სამოქალაქო პრეზიდენტის რანგში, ხვალ დადებს ფიცს კიდევ ერთი საპრეზიდენტო ვადით, რომელიც 5 წელს შეადგენს. სამხედრო თნამდებობის დატოვების შესახებ მუშარაფმა ოფიციალურად დღეს, შეიარაღებული ჯარების შტაბბინაში მიმდინარე სამხედრო ცერემონიისას გამოაცხადა და უმაღლესი სამხედრო პოსტი გენერალ აშფაქ კაიანის ჩააბარა. გამოსამშვიდობებლ გამოსვლაში, მუშარაფმა მადლიერება გამოხატა რომ პაკისტანის არმიის სათავეში ყოფნისას მისი სიცოცხლის ყველაზე მაღალ მისიას ემსახურა. 1999 წელს, სამხედრო გადატრიალების შედეგად ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ მუშარაფი ქვეყნის პრეზიდენტი, ისევე როგორც ჯარების მთავარსარდალი იყო. ყოფილი პრემიერ მინისტრმა ბენაზირ ბჰუტომ კმაყოფილება გამოთქვა მუშარაფის ამ გადაყვეტილების გამო. აღსანიშნავია, რომ პაკისტანის მთელი ოპოზიციური სპექტირს ძირითადი მოთხოვნა სწორედ მუშარაფის ამ პოსტიდან წასვლა იყო. პაკისტანის ოპოზიცია ჯერ კიდევ არკვევს ღირს თუ არა მომავალ წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა.
XS
SM
MD
LG