საქართველოში გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა. პრეზიდენტის ამ ინიციატივას პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე მხოლოდ 2 დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი. საგანგებო მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება მ.სააკაშვილმა 7 .11 მიიღო, ცნობილი მოვლენების შემდეგ. 7.11-დან დღემდე ტელეკომპანიებს და რადიოებს აეკრძალათ ინფორმაციის მიღება და გავრცელება, ეს შეზღუდვა არ შეეხო მხოლოდ საზოგადოებრივ არხს და საზოგადოებრივ რადიოს, რომლის სიხშირეზე 19.30-დან 20-მდე მაუწყებლობს „ამერიკის ხმა“. დღეის შემდეგ პოლიტიკური ძალები არჩევნებისთვის მზადებას დაიწყებენ, საგანგებო მდგომარეობის პირობებში საქართველოში აკრძალული იყო შეკრებები და სხვა. საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსის დახვეწაზე მუშაობენ. საარცევნო კოდექსში ეუთოს და ოპოზიციური ძალების რეკომენდაციებით შესწორებები და ცვლილებები შეიტანეს. მაგალითად, ცსკ-ის შემასგენლობა 12 კაცამდე გაიზრდება, აქედან 5 წევრს პრეზიდენტის წარდგენით პარლამენტი დაამტკიცებს, დანარჩენ 7 რეიტინგული პოლიტიკური პარტიები დანიშნავენ. არსებობს მოსაზრებები, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 5.01. იმ მიზნით დაიგეგმა, რომ ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიისთვის ვერ მოემზადოს, საზოგადოება კი მიტინგის დაშლის შემდეგფ შიშის სინდრომის დაძლევას ვერ მოასწრებს. ექსპერტები ასევე ამომრჩეველთა დაქვეითებულ აქტივობაზე საუბრობენ საშობაო და საახალწლო პერიოდში. - რაც არის ხელსაყრელი დრო არჩევნების ფალსიფიცირებისთვის, - ამბობენ ექსპერტები. - აღნიშნულ საკითხებზე „სამართლიანი არჩევნების“ იურისტს, კახა სოფრომაძეს გავესაუბრე, რომელიც ამბობს, რომ ასეთი პრეცედენტი საქართველოს უკვე ჰქონდა, 2004 წელს საპრეზიდენტო არჩევნები 4 იანვარს ჩატარდა და ამომრჩეველთა აქტივობა საახალწლო პერიოდის მიუხედავად, იყო ძალიან მაღალი...
პოპულარული
1